ავარია ქუთაისი-თერჯოლის გზაზე - არიან დაშავებულები
1738860566
კრეატინი საკვები დანამატია, რომელსაც ძირითადად ბოდიბილდერები და სპორტსმენები იყენებენ. და, აი, ახლა ახალი კვლევის თანახმად, ის შეიძლება დეპრესიის საწინააღმდეგოდაც გამოვიყენოთ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში 280 მილიონ ადამიანს აქვს დეპრესია. ამ კონდიციას ფსიქოთერაპიისა და ფარმაკოთერაპიის გამოყენებით მკურნალობენ. თუმცა, ზოგჯერ ეს მეთოდები არ ამართლებს.
"პაციენტების მესამედის შემთხვევაში მედიკამენტები ბოლომდე ეფექტიანი არ არის. ამიტომ, ჩვენ ვეძებთ დამატებით ვარიანტებს, რომლებსაც დეპრესიის სამკურნალოდ გამოვიყენებთ",-აღნიშნულია კვლევაში.
როგორც ჩანს, კრეატინის არსებულ თერაპიასთან ერთად გამოყენება პრაქტიკულია. ეს ორგანული ნაერთი (ბუნებრივად) წარმოდგენილია ცხოველურ საკვებში. ის წარმოიქმნება ჩვენს ღვიძლსა და ტვინში, რაც უჯრედებს ენერგიით უზრუნველყოფაში ეხმარება. ამიტომ, მას ძირითადად სპორტსმენები იყენებენ.
ის, რომ კრეატინი, შესაძლოა, სასარგებლო იყოს დეპრესიასთან ბრძოლაში, წინა კვლევებმაც აჩვენა.
უახლესი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა კრეატინი თერაპიის პარალელურად გამოცადეს.
"კრეატინს შეუძლია გააძლიეროს CBT-ის ეფექტები კოგნიტიური და ქცევითი ფუნქციების ხელშეწყობით. მეტიც, კვლევამ აჩვენა, რომ ის პირდაპირ დაკავშირებულია ანტიდეპრესანტულ ეფექტებთანაც", - აღნიშნეს მკვლევრებმა.
კვლევისთვის მეცნიერებმა (ინდოეთში) 100 ადამიანი აარჩიეს. ამ პირებს მსუბუქი და მძიმე დეპრესია აღენიშნებოდათ. ისინი ანტიდეპრესანტებს სულ მცირე რვა კვირის განმავლობაში არ იღებდნენ. საწყის ეტაპზე მათ შეავსეს კითხვარი, სადაც დეპრესია ქულებით შეაფასეს. მძიმე დეპრესია 27 ქულიდან იწყებოდა და ზომიერად მძიმე დეპრესია 17 ქულამდე ჩამოდიოდა.
მონაწილეები ორ ჯგუფად დაყვეს. პირველი ჯგუფი დღეში ხუთ გრამ კრეატინს (მონოჰიდრატი) იღებდა, ხოლო მეორე ჯგუფი მხოლოდ პლაცებოს.
რვა კვირის შემდეგ იმ პირებში, რომლებიც კრეატინს იღებდნენ დეპრესიის მაჩვენებელი 6 ქულით უფრო დაბალი იყო.
"ეს მნიშვნელოვანი ეფექტია. კვლევამ აჩვენა, რომ კრეატინს დეპრესიის დამარცხებაში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია", - განუცხადა New Scientist-ს ბრენტ კიუსმა იუტას უნივერსიტეტიდან.
მეცნიერები ამ მიმართულებით კვლევების გაგრძელებას აპირებენ. მათ სურთ კრეატინი უფრო მეტ ადამიანზე გამოცადონ.