უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
1738855239
პატიმარი რეზო კიკნაძე სხდომათა დარბაზიდან გააძევეს. მიზეზი წიგნი "ვაცის ნადიმი" და მასში არსებული სიტყვები გახდა. მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილი ბრალდებულს მოუწოდებდა, მხოლოდ საქმის გარემოებებზე ესაუბრა.
სხდომაზე ადვოკატმა სასამართლო პროცესზე მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
რეზო კიკნაძეს შინაგან საქმეთა სამინისტრო 25 ნოემბერს, ხელახალი არჩევნების მოთხოვნით გამართულ აქციაზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს.
უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
1738855239