1738871769
უკრაინას ბირთვული იარაღის დაბრუნების ნულოვანი შანსი აქვს - კიტ კელოგი
უკრაინას ბირთვული იარაღის დაბრუნების ნულოვანი შანსი აქვს, – ამის შესახებ უკრაინისა და რუსეთის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„შანსი, რომ ისინი დაიბრუნებენ ბირთვულ იარაღს, სადღაც მინიმალურსა და ნულს შორისაა. მართალი გითხრათ, ორივემ ვიცით, რომ ეს არ მოხდება“, – აღნიშნა კიტ კელოგმა.
კელოგმა აღნიშნა, რომ ბირთვული იარაღის უკრაინაში დაბრუნება არ არის ის, რითიც უნდა დაიწყოს რუსულ-უკრაინული ომის დასრულების მცდელობა.
ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა უარი თქვა კონკრეტული განზრახვების გამჟღავნებაზე, როგორ გეგმავს შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია ომის დასრულებას. მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ახალი შეტევისგან რუსეთის საიმედო შეკავებისთვის უკრაინა ან ნატო-ს წევრი უნდა გახდეს, ან ბირთვული იარაღი უნდა მიიღოს.