1738871769
ავარია ქუთაისი-თერჯოლის გზაზე - არიან დაშავებულები
ქუთაისი-თერჯოლის გზაზე, ერთმანეთს ორი მანქანა შეეჯახა, შედეგად დაშავდა ორი ადამიანი.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით არის დაწყებული დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.