1734813647
ვრცელდება ინფორმაცია, რომ კაილი ჯენერი და ტიმოთი შალამე არ დაშორებულან
გავრცელებული ინფორმაციით, კაილი ჯენერი და ტიმოთი შალამე ხუთთვიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდნენ.
მიუხედავად ჭორებისა, სანდო წყარო იუწყება, რომ წყვილი კვლავ განაგრძობს რომანტიკულ ურთიერთობას, თუმცა, დატვირთული გრაფიკის გამო ხშირად შეხვედრას ვერ ახერხებენ.
უცხოური მედიის ცნობით, ჯენერის მეგობრები ალაპარაკდნენ, რომ ტიმოთი კაილის დაშორდა. მეორე წყაროზე დაყრდნობით კი კაილი თავად უყვებოდა მეგობრებს, რომ მათ შორის დაშორება ბუნებრივად მოხდა, რადგან ორივე მათგანი ძალიან დაკავებულია.
ამასთან ერთად, უცხოური მედია ალაპარაკდა იმაზეც, რომ მათი ურთიერთობა თავიდანვე პიარსვლას წარმოადგენდა.
წყვილის დაშორებას არაერთი ანონიმური წყარო უარყოფს. მათი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ნებისმიერი ინფორმაცია მცდარია. ერთ-ერთმა მათგანმა კი გულშემატკივრებს მოუწოდა, რომ არ დაუჯერონ ყველაფერს, რასაც კითხულობენ.
ასევე ნახეთ:
ქარდი ბის მიერ გულშემატკივრისთვის ნასროლი მიკროფონი აუქციონზე გაიყიდება
ტეილორ სვიფტმა სატვირთო მანქანის მძღოლები 100 000 დოლარით დააჯილდოვა