საპენსიო სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს
1740213067
წყაროს თქმით, მომღერალმა ტეილორ სვიფტმა სატვირთო მანქანის მძღოლებს, რომლებიც მის აღჭურვილობას აშშ-ში ატარებენ, ბონუსის სახით 100 000 დოლარი აჩუქა.
მძღოლებს ჩეკები შაბათის კონცერტამდე, სანტა კლარაში დაურიგდათ.
როგორც ირკვევა, სვიფტის საკონცერტო ინვენტარის გადაადგილებას 50 სატვირთო მანქანა სჭირდება, შესაბამისად, მომღერალმა ბონუსებში 5 მილიონი დოლარი დახარჯა.
შეგახსენებთ, რომ ტეილორის ტური მომავალ კვირაში, მექსიკაში დასრულდება.
ცნობილი ხდება ისიც, რომ მომღერლის შემოსავალი თითო კონცერტიდან 13 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. მისი ტურის გაყიდვები კი 1 მილიარდ დოლარამდე ავიდა.
სვიფტმა ასევე დააჯილდოვა ბენდის წევრები, მოცეკვავეები, ხმისა და განათების ტექნიკოსები, ქეითერები და სხვა თანამშრომლები.
ასევე ნახეთ:
ტეილორ სვიფტი ყოფილ პარტნიორებზე სერიალის გადაღებას გეგმავს - უცხოური მედია
რატომ ფიქრობენ ბრიტნი სპირსის თაყვანისმცემლები, რომ ის მკვდარია
რას სჭირს სინამდვილეში პლანეტის ყველაზე ლამაზ ქალს? - რას წერენ ტაბლოიდები ბელა ჰადიდზე