ბრიტნი სპირსის ყოფილი მეუღლე პატიმრობაშია

ბრიტნი სპირსი

ბრიტნი სპირსის ყოფილი ქმარი, ჯეისონ ალექსანდერი ადევნებისთვის პატიმრობაში იმყოფება.

როგორც ირკვევა, ალექსანდერი ტენესის ციხეში იმყოფება.

ჯეისონის მხრიდან ეს არ არის პირველი კანონდარღვევის შემთხვევა.

2022 წელს, ბრიტნი სპირსის ქორწილის დღეს, კაცი ბრიტნის სახლში შეიჭრა და დაჟინებით ითხოვდა მასთან ლაპარაკს მიუხედავად იმისა, რომ ის სტუმრების სიაში არ ყოფილა. მან ქალის ოთახამდე მისვლა მოახერხა, თუმცა შიგნით ვეღარ შევიდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მას თან ჰქონდა დანა.

სასამართლომ ჯეისონის წინააღმდეგ შემაკავებელი ორდერი გამოსცა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას სამი წლის განმავლობაში ყოფილ მეუღლესთან მიახლოების უფლება არ ექნება. წაყენებულ ბრალდებებს შორის იყო თვალთვალი, ვანდალიზმი და უკანონო შეჭრა.

ქორწილში მომხდარი ინციდენტის გამო, მას 128 დღის ვადით პატიმრობა მიესაჯა.

აღნიშნულიდან რამდენიმე თვის შემდეგ კი ის 2016 წელს ჩადენილი სამკაულების მაღაზიის სავარაუდო ქურდობისთვის დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ ბრიტნი სპირსი და ჯეისონ ალექსანდერი 2004 წელს ლას-ვეგასში დაქორწინდნენ. მათი ცოლქმრობა კი სულ რაღაც 55 საათი გაგრძელდა.

ასევე ნახეთ:

ქარდი ბის მიერ გულშემატკივრისთვის ნასროლი მიკროფონი აუქციონზე გაიყიდება

მომღერალ ლიზოს სამი მოცეკვავე უჩივის

კაილი ჯენერი და ტიმოთი შალამე დაშორდნენ - უცხოური მედია