1734813647
ქარდი ბის მიერ გულშემატკივრისთვის ნასროლი მიკროფონი აუქციონზე გაიყიდება
ქარდი ბის მიკროფონი, რომელიც მომღერალმა ლას-ვეგასში გულშემატკივარს ესროლა, აუქციონზე გაიყიდება.
მიკროფონი რეალურად The Wave in Sin City-ს ეკუთვნის. კომპანიის მფლობელმა უცხოურ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ საქველმოქმედო მიზნებისთვის მისი აუქციონზე გატანა გადაწყვიტა.
ქალმა, რომელსაც მომღერალმა მიკროფონი ესროლა, ინციდენტის შესახებ პოლიციას შეატყობინა და აღნიშნა, რომ აღნიშნულის შედეგად დენის დარტყმა მიიღო.
შეგახსენებთ, რომ ქარდი ბიმ კონცერტზე ხალხს გაგრილების მიზნით მისთვის ცოტა წყლის შესხმა სთხოვა, თუმცა, ერთ-ერთმა გულშემატკივარმა მას ყინულით სავსე ჭიქა ესროლა. აღნიშნული კი გაბრაზებული მომღერლისგან მიკროფონის სროლით დასრულდა.
ასევე ნახეთ:
ტეილორ სვიფტმა სატვირთო მანქანის მძღოლები 100 000 დოლარით დააჯილდოვა
რას სჭირს სინამდვილეში პლანეტის ყველაზე ლამაზ ქალს? - რას წერენ ტაბლოიდები ბელა ჰადიდზე
ტეილორ სვიფტი ყოფილ პარტნიორებზე სერიალის გადაღებას გეგმავს - უცხოური მედია