„ვისაც მატერიალური სტაბილურობა სჭირდებოდა, ეს წელი თქვენთვისაა“ - მარიამ ციმინტია მიმართვას ავრცელებს

მარიამ ციმინტია

2024 წელთან დაკავშირებით, ექსტრასენსი მარიამ ციმინტია სასიამოვნო ინფორმაციას გვიზიარებს. მისი თქმით, ხვავი და ბარაქა ყველა ოჯახში იქნება, ამას კი ორი რამ განსაზღვრავს:

„ეს წელი სავსე იქნება თავისი სირთულეებით, გარკვეული კარგი მოვლენებითაც კი, მაგრამ რაც მთავარია, 2024 წელი 8-იანის ზემოქმედების ქვეშ იქნება, ეს იმას ნიშნავს, რომ ბევრ ადამიანს, ვისაც მატერიალურად უჭირდა, ან ვისაც არასტაბილური მდგომარეობა ჰქონდა და სტაბილურობა სჭირდებოდა, ბიზნესის დაწყება და წარმატება სურდა, ეს წელი ზუსტად მათთვისაა.

ძალიან რთული პერიოდის შემდეგ, თქვენ გექნებათ ამაღლება მატერიალური მხრიდან. პირველ რიგში, იმიტომ, რომ ეს არის 8-იანი და მით უმეტეს, ეს არის მწვანე დრაკონის წელი. როგორც ჩვენთან ამბობენ, ყველა ადამიანს ბარაქა ექნება,“ - ამბობს ექსტრასენსი.

ასევე ნახეთ:

„გეტყვით, ნამდვილი ბედობა როდის არის, ცა იხსნება...“ - დრო, როცა სურვილის ჩაფიქრება შეიგიძლიათ

მგლის ახალი მთვარის მაგია: პირველი მთვარის დღის საიდუმლოებები 11 იანვარს