"ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა
1732690994
რა ჩავიცვათ ახალ წელს და რომელი ფერები იქნება აქტუალური - ამის შესახებ ქართული ბრენდის, Dalood-ის კრეატიული დირექტორი მაკა კვიციანი საუბრობს.
მისი თქმით, ტრენდული ფერებია: ვარდისფერი, ცისფერი, შავი, თეთრი, ასევე, აქტუალურია ბრჭყვიალები.
„თუ ბრჭყვიალებს უპირატესობას არ ვანიჭებთ, შეგვიძლია ნაქარგი ავირჩიოთ. ვთვლი, რომ ახალ წელს და ზოგადად, ახალი სეზონიდან თეთრი ფერი იქნება ჩვენი დიდი ხნის თანამდევი. გვეცმევა 1-2 სეზონი. ახლა ამბობენ, რომ თეთრი ახლა, ახალი შავია.
წელს წითელი დაგვეჩაგრა. რა თქმა უნდა, რაღაც გრადაციები მოდაშია, წითელს ვერავინ და ვერაფერი მოერევა, მაგრამ ახლა ცოტა უკანა პლანზეა. წითელი მომავალი ზამთრისთვის ძალიან აქტუალური იქნება. შეგიძლიათ, უკვე მოიმარაგოთ.
წელს „ოვერსაიზი“ სამოსიდან ისევ ქალურ ფორმებში ვბრუნდებით. მხრების სიდიდე მაინც გვრჩება, სამხრეები აქტუალური იქნება. სამხრეები იქნება “ - ამბობს მაკა კვიციანი „დილა მშვიდობისა საქართველოში“.
ნახეთ ვრცლად ↓