1732386875
VIDEO: 5 საშობაო ფილმი, რომელიც ეკრანებზე ახალ წელს გამოჩნდება
საახალწლოდ, ყოველ ჩვენგანს თავისი საყვარელი ტრადიცია აქვს: ოჯახთან ერთად დროის გატარება, მონატრებული ნათესავ-ახლობლების მონახულება და ნაირ-ნაირი კერძებით პირის ჩატკბარუნება. ჩვეულებისამებრ, 31 დეკემბრის საღამოს გონების დაკარგვამდე დალევა და მერე ორი დღე გამოძინება - ასე გრძელდება დაუსრულებლად თუმცა, რა თქმა უნდა, ათასნაირი ალტერნატივა არსებობს.
აი, კინოს მოყვარულებს კი (და ხანდახან არა მარტო მათ) ამ დროს ერთი რამ ყველაზე დიდ ნეტარებას ანიჭებს: საახალწლო ფილმების ყურება. ხშირად ვერანაირი საჩუქარი, მორთული ნაძვის ხე თუ ცაში გატყორცნილი ფოიერვერკი ვერ მოგიტანს ისეთ საახალწლო განწყობას, როგორც ამას შესაფერისი ფილმი მოახერხებს.
ახლა სწორედ ასეთი ფილმების შესახებ გიამბობთ, რომელთა ნაწილს ბევრი თქვენგანი, ალბათ, აქამდეც დიდი სიამოვნებით უყურებდა სხვა ნებისმიერ დროს, თუმცა, სადღესასწაულო დღეებში მისი ნახვა ჯერ არ უცდია.
1. დაუვიწყარი შობა – ეს მიმდინარე წლის ყველაზე საინტერესო პროექტია, სადაც ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ეკრანებზე წითურთმიანი ლამაზმანი, ლინდსი ლოჰანი ბრუნდება. ახალი ფილმი გახლავთ ერთგვარი რიმეიკი ლეგენდარული საშობაო ფილმისა „მზიანი ველის სერენადა“ და როგორც ტრეილერიდან ჩანს, ახალი კინოსურათი სავსეა ლამაზი საშობაო კადრებით და დაუვიწყარი სასიყვარულო ისტორიით.
2. ნოელის დღიურები – ეს გახლავთ „ნეტფლიქსის“ მიერ გადაღებული რიჩარდ პოლ ევანსის ბესტსელერის ეკრანიზაცია. ფილმში მთავარ როლს ჯასტინ ჰარტლი ასრულებს და კინოსურათი გვიყვება მამაკაცზე, რომელსაც შობას ეძლევა უნიკალური შანსი, გადაწეროს თავისი წარსული.
3. ბრიტანეთის საუკეთესო კულინარების შოუ: დღესასწაულები – ეს გახლავთ ცნობილი კულინარიული შოუს მეხუთე, სპეციალური სეზონი, რომელიც შობას ეძღვნება. როგორი უნდა იყოს 2023 წლის საშობაო სუფრა და ყველაზე გემრიელი დესერტები, ამას მსოფლიოს, ბრიტანეთის საუკეთესო კულინარები მოუყვებიან.
4. საშობაო სიმღერა – ლეგენდარული ჩარლზ დიკენსის ყველაზე სახელმოხვეჭილი ნაწარმოების ახალი ინტერპრეტაცია. ანიმაციური ფილმის რეჟისორი სტეფან დონელია, ხოლო მთავარ პერსონაჟებს ოლივია კოლმანი და ლუკ ევანსი ახმოვანებენ.
5. შობა შენთან ერთად – ახალი საოჯახო ფილმი, რომელიც შობას აუცილებლად უნდა ნახოთ. მთავარ როლებს ახალ კომედიაში ფედერიკ პრინზ უმცროსი და ემი გარსია ასრულებენ.
თუ სულაც არ გინდათ, რომ ახალ წელს მაღალ მატერიებზე ფიქრით დაიღალოთ თავი ან ზედმეტად ემოციური ისტორიებით განწყობა წაიხდინოთ, მაშინ ეს ფილმი თქვენთვის საუკეთესო არჩევანი იქნება.
ფოტო: Getty Images/Alamy