მასწავლებელს, რომელსაც პროკურატურამ ბრალი სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ფაქტზე წარუდგინა, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო

წინასწარი პატიმრობა შეეფარდა მასწავლებელს, რომელსაც პროკურატურამ ბრალი სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ფაქტზე წარუდგინა.

გამოძიების ინფორმაციით, 2000-2001 წლებში, თბილისში მდებარე ერთ-ერთ სკოლაში, ბრალდებულმა, რომელიც სპორტული წრის მასწავლებელი იყო, არაერთხელ დაამყარა სხვაგვარი სექსუალური კავშირი მოსწავლესთან, იმ პერიოდში 8-9 წლის ასაკის არასრულწლოვანთან.

საქმის პროკურორის განმარტებით, პატიმრობის შეფარდებისას, მოსამართლემ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ დაკავებული კაცი ამ დრომდე არასრულწლოვნებთან მუშაობდა, რაც სასამართლოს მიერ საშიშროებად შეფასდა.

„ამ საქმეში წარმოდგენილია დაზარალებულის ძალიან დეტალური, ვრცელი, მძიმე, გულწრფელი და დამაჯერებელი ინფორმაცია, სადაც ის საუბრობს მის მიმართ საკმაოდ ინტენსიურ ქმედებებზე - სექსუალური ხასიათის ძალადობაზე. აღნიშნული პირი დღემდე ეწეოდა იმ საქმიანობას, რომელი საქმიანობითაც იგი დაკავებული იყო წლების წინ და, შესაბამისად, მისი შემხებლობა არასრულწლოვნებთან მიმართებაში, ასე ვთქვათ, საშიშროებას წარმოადგენდა. სასამართლომ სწორედ ეს მიიღო მხედველობაში“, - აცხადებს პროკურორი ნათია ნოზაძე.

✕