„დავკარგეთ უსაყვარლესი ადამიანი...“ - კოტე მახარაძის შვილი, ბაია მახარაძე გარდაიცვალა

ბაია მახარაძე

ცნობილი ქართველი სპორტული კომენტატორისა და მსახიობის, კოტე მახარაძის შვილი, ბაია (ბარბარე) მახარაძე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ბაია მახარაძე მძიმე სენს ებრძოდა. 

ბაია, კოტე მახარაძის პირველი მეუღლის მარინა ფიშერის საერთო შვილი იყო.

„რით დავიწყო ეს პოსტი არ ვიცი. როგორ დავწერო ან და ენა როგორ მიტრიალდება იმის თქმით, რომ დეიდაჩემი, ბარბარე (ბაია, ბაიკო) მახარაძე აღარ გვყავს. კოტეს შვილი, ივიკოს და მაკას უმცროსი და. დავკარგეთ უსაყვარლესი ადამიანი. საშინელმა სენმა უცაბედად გამოაცალა ცხოვრებას. ჩვენი გოგო ჩაქრა როგორც პატარა ვარსკვლავი. დაუჯერებელია, უბრალოდ დაუჯერებელი...

პანაშვიდი: 11 ნოემბერს 17: 00 ვაკის სამებაში .გასვენება: 12 ნოემბერი-,14:00 ვაკის სასაფლაო“,- წერს ანუკა მურვანიძე.

✕