VIDEO: „რუჯი ტრენდული აღარ არის“ - რჩევები მაკა კვიციანისგან

მაკა კვიციანი

ქართული ბრენდის, Dalood-ის კრეატიული დირექტორი მაკა კვიციანი აცხადებს, რომ 2023 წელს რუჯი ტრენდული აღარ არის.

„რუჯს დიდი ხანია ვებრძვი. მინდა ყველას გავაგებინო, რომ ძალიან ლამაზია ნატურალური ფერი, როდესაც აქვს ქალს და მგონი, კაცსაც. ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ ხართ მოვლილი. ზოგს ჰგონია, რომ რადგან ირუჯებიან, მოვლილია და აღარაფერი სჭირდება. პირიქით, არაჯანსაღი ფერი გაქვს, არაბუნებრივი და თუ ეს გადამეტებულია, სამწუხაროდ, სასაცილო ხდება.

რუჯი ზოგადად, აღარანაირ ტრენდში აღარ ჯდება. არც მოდურია, არც ჯანსაღია.

უამრავი საშუალება არსებობს გარუჯვისთვის, თუ გვინდა, რომ კანს ერთგვაროვანი ტონი მივცეთ. ახლა რადგან გათბობაა ჩართული, კანი შრება და სხეულს მეტად დატენიანება სჭირდება. გამოიყენეთ ავტორუჯი.“ - ამბობს მაკა კვიციანი „დილა მშვიდობისა საქართველოში“.