VIDEO: ნინი ბრეგვაძე ნიუ იორკში მეგრულად ამღერდა

ნინი ბრევაძე

ამერიკაში მცხოვრები ქართველი მომღერალი, ამერიკული „ვოისის“ ფინალისტი, ნინი ბრეგვაძე ნიუ იორკის ერთ-ერთ კლუბში მეგრულად ამღერდა.

მან უცხოურ რეპერტუართან ერთად ცნობილი მეგრული სიმღერა „ვა გიორქო მა“ შეასრულა. კონცერტიდან ვიდეოები ნინის მეგობარმა, საბა ვაჩიბერიძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და მას ემოციური პოსტიც მიუძღვნა.

„სიყვარული... საუკეთესო, არავის არ ჰგავს... ყველას ვუსურვებ ჰქონდეს შენი ლაივში მოსმენის ბედნიერება. ყველა იმსახურებს ბედნიერებას, რომელსაც ნინი ჰქვია, მიყვარხარ“,- წერს საბა ვაჩიბერიძე.