პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
თურქული სერიალის „სხვისი შვილის“ მთავარი გმირი, იამანი ქართულად ალაპარაკდა.
სერიალში, მან საყვარელ ქალს, ნანა-მარიამს, ცოლობა სწორედ მის მშობლიურ ენაზე სთხოვა.
ცნობისთვის თურქულ სერიალში მთავარ როლს, ქართველი მსახიობი, ნანუკა სტამბოლიშვილი ასრულებს, რომელიც სამშობლოს არც როლის შესრულებისას ივიწყებს.
ნანუკას პარტნიორი მესამე სეზონში ჰალილ იბრაჰიმ ჯეიჰანია, რომლის გმირიც სეზონის ბოლოს ნანუკაზე შეყვარებულია და ახლა ქართველ გოგოზე დაქორწინებას გეგმავს.
თუმცა, უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ ჰალილი მეოთხე სეზონში აღარ ითამაშებს. მან 15 აგვისტოს ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, სადაც მას სხვა სერიალში, უკვე ქმრის როლში ვიხილავთ.
პარალელურად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰალილის გმირს- იამანს, ნიკ ჯეილალი შეცვლის.
არ არის დადასტურებული, როდის განახლდება მეოთხე სეზონის გადაღებები და რა სტატუსით იქნება ნანუკა წარმოდგენილი.
ასევე ნახეთ:
,,სამწუხაროდ, მეგობარმა ვერ დაინახა და..." - რას ჰყვება თვითმხილველი ბათუმში დატრიალებულ ტრაგედიაზე
კაცი, რომელიც რუსთავში მიკროავტობუსიდან გადმოვარდა, გარდაიცვალა