გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
ბათუმში ტრაგედია დატრიალდა.
ახალგაზრდა კაცს ზღვაში სკუტერი დაეჯახა. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც მეგობრები ზღვაში სკუტერით შევიდნენ.
,,მეგობრები ერთად იყვნენ შესულები ზღვაში, სკუტერით, ერთ-ერთი მათგანი გადახტა სკუტერიდან, სამწუხაროდ, მეორე მეგობარმა ვერ დაინახა და გადაუარა", - ჰყვება თვითმხილველი.
როგორც ,,პრაიმტაიმს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ასევე ნახეთ:
შოვში, სტიქიის ზონაში სალომე ხეთაგურის ცხედარი იპოვეს
ტემპერატურა 21 გრადუსამდე დაიწევს - ნახეთ, როდის აგრილდება - ერთი თვის პროგნოზი