საპენსიო ფონდი ინფორმაციას ავრცელებს

საპენსიო ფონდი

საქართველოს საპენსიო ფონდი 2026 წლის 28 თებერვლის ჩათვლით სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.

ფონდის ცნობით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 720 ათასი ადამიანია. 2026 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 28 882-მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 137,2 მილიონი ლარი.

თებერვლის ბოლოსთვის საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 8.7 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ხოლო დაგენერირებულმა ამონაგებმა 2.4 მილიარდ ლარს მიაღწია.