ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დღეს საქმის მთავარი გამომძიებელი იკითხება

ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე

ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე, დღეს, საქმის მთავარი გამომძიებელი იკითხება.

საუბარია ძმები მიქაძეების და ჯოხაძის ეპიზოდზე, რომლებსაც მკვლელობის ორგანიზება ბრალდებათ. საქმეზე უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი გელა უძილაურს. მკვლელობის დამკვეთად კი დასახელებულია ოთარ ფარცხალაძე.

"დაიკითხება საქმის ძირითადი გამომძიებელი, რომელსაც დაესმება ყველა შეკითხვა დაწყებული გამოძიების დღიდან, დასრულებული შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე. ის დღეს შეაჯამებს ყველა მოპოვებულ მტკიცებულებას და მათ შორის, დაესმება შეკითხვები ისეთ საკითხებზე, რაზეც დაცვის მხარე ხშირ შემთხვევაში აპელირებდა. ყველა მიმართულებით იმსჯელებს დღეს გამომძიებელი", - განაცხადა პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ.