კაცი, რომელიც რუსთავში მიკროავტობუსიდან გადმოვარდა, გარდაიცვალა

სასწრაფო

რუსთავი-თბილისის მიკროავტობუსიდან გადმოვარდნილი მამაკაცი გარდაიცვალა. 

75 წლამდე კაცი რამდენიმე დღის განმავლობაში ალადაშვილის სახელობის კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

ვარდნის შედეგად მიღებული დაზიანებები იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ ექიმებმა პაციენტის გადარჩენა ვერ შეძლეს.

შეგახსენებთ, მამაკაცი რუსთავი-თბილისის მიკროავტობუსიდან 8 აგვისტოს გადმოვარდა. როგორც მძღოლი აცხადებდა, კაცი სატრანსპორტო საშუალებიდან მისი გაჩერებისა და კარის გაღების შემდეგ გადავარდა.

ასევე ნახეთ:

ინგლისსა და საფრანგეთზე მდიდარი ქვეყნის ფინანსთა მინისტრი - რა პროფესიის იყო შოთა რუსთაველი?! - უცნობი ბიოგრაფიული ცნობები

,,სამწუხაროდ, მეგობარმა ვერ დაინახა და..." - რას ჰყვება თვითმხილველი ბათუმში დატრიალებულ ტრაგედიაზე