შსს, პარლამენტის წინ კარავში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
1773315144
თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის და ძალადობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2025 წლის 22 ივნისს, ლაგოდეხში, ბრალდებულმა ფიზიკურად იძალადა ორ პირზე, რა დროსაც გასაშველებლად მისულ დაზარალებულს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული გარდაიცვალა.
სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, ჩადენილი ორი პირის მიმართ) და სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.