VIDEO: „კაცი ზალოკში მყავს დატოვებული, დროზე მჭირდება ფული!“ - დანაშაული, რომელიც ვიდეოკამერაზეა აღბეჭდილი

სასტიკი დანაშაული

წამება, ცემა, დამცირება, სიცოცხლის მოსპობის მუქარა, ტრეფიკინგი, ნარკოტიკებით ვაჭრობის იძულება და თვითმკვლელობამდე მიყვანა - შოკისმომგვრელი დანაშაულის ადგილი ფონიჭალაა. გაუგონარი სისასტიკის ისტორია საშინელებათა ფილმის სიუჟეტს ჰგავს. ყველაფერი კი ნარკოტიკების რეალიზაციის იძულებით იწყება. "კურიერი პიესმა" ექსკლუზიურად მოიპოვა სასტიკად ნაწამები მამაკაცის გაჰკი გახიჯანოვის ჩვენება, რომელიც დაუჯერებელ ამბავს ჰყვება და რომელმაც სამი კილოგრამი ნარკოტიკის აზერბაიჯანიდან საქართველოში ჩამოტანაზე უარი თქვა.

ოჯახები დეტალებზე არ საუბრობენ, ბრალდებულთა ინტერესების დამცველი კი გვიყვება, რომ საქმეში საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს. ადვოკატი არ უარყოფს, რომ დაკავებულთა ნაწილი წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვისაა ნასამართლევი. ამჯერად, დუმილის უფლებას იყენებენ და დანაშაულს საერთოდ არ აღიარებენ.

ელმან მამედოვი, მუხრად მამედოვი, ემილ ამიროვი, ბაირამალ ალიევი და ემილ ჯაფაროვი - ყველა დაკავებულს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა.