ჯგუფი “ფორტე”- მთავრობაში იყვნენ და სიმღერას გვიკრძალავდნენ ოპოზიციაში არიან და მაინც გვიკრძალავენ-ისე, მავანის გასაგონად, იმ ავად სახსენებელ წლებში ვერ შეგვაშინეს და ახლა ვადაგასული მაშხალის გასროლის ეფექტი აქვს მათ ბულინგს ჩვენთვის

ფორტე

“მთავრობაში იყვნენ და სიმღერას გვიკრძალავდნენ (სხვა უბედურებებზე, რომ არაფერი ვთქვათ) ოპოზიციაში არიან და მაინც გვიკრძალავენ!!! საკვირველია პირდაპირ”,- ამის შესახებ ჯგუფი “ფორტეს” ფეისბუქ სტატუსშია აღნიშნული.

“ფილმ ,,დაკარგულ სამოთხე”-ში არის ასეთი მომენტი — ლაზარია ამბობს თავის თვითმარქვია და მატყუარა ბატონზე,, უწმინდური იყო და მატყუებდა, წმინდანი გახდა და მაინც მატყუებსო”. ცოტა რომ გადავათამაშოთ: მთავრობაში იყვნენ და სიმღერას გვიკრძალავდნენ (სხვა უბედურებებზე, რომ არაფერი ვთქვათ )ოპოზიციაში არიან და მაინც გვიკრძალავენ!!! საკვირველია პირდაპირ……

P.S. ისე მავანის გასაგონად, იმ ავად სახსენებელ წლებში, ბულინგი რომ ბულინგობდა და სიცოცხლისთვის საშიში იყო საკუთარი აზრის დაფიქსირება, მაშინ ვერ შეგვაშინეს და ახლა ვადაგასული მაშხალის გასროლის ეფექტი აქვს მათ ბულინგს ჩვენთვის…”- წერს ”ფორტე”.