როგორ გადაკვეთა გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველოს საზღვარი - ახალი დეტალები
1741290406
როდის უნდა შევიჭრათ თმა, რომ სწრაფად გაიზარდოს - ამის შესახებ ასტროლოგი ნინა სუსლოვა საუბრობს.
„როცა რომელიმე პროცედურის ჩატარება მინდა, ყურადღებას ვაქცევ დღეებს, რადგან თმა უფრო სწრაფად გაიზარდოს და ჯანსაღი იყოს. თმა უნდა შევიჭრათ მზარდი მთვარის პერიოდში და როცა მთვარე კუროშია, ან ლომში…
მთვარის დღეები განაპირობებს იმას, თუ როგორი ენერგია აქვს ამ კონკრეტულ დღეს. თუ არ გვინდა, რომ სწრაფად გაგვეზარდოს, შეგვიძლია კლებადის დროს შევიჭრათ. თუ გვინდა, რომ სწრაფად გაგვეზარდოს, მზარდის დროს. ვიღაცებისთვის შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, თუმცა, საკმაოდ კარგად მოქმედებს. ამას საკუთარი გამოცდილებითაც ვამბობ.
რაც შეეხება მთვარის დღეებს - კურო კარგია იმისთვის, რომ იყოს ჯანსაღი, ხოლო ლომი იმისთვის, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეინარჩუნოს ის ვიზუალი, რომელიც გვინდა, რომ გვქონდეს“, - ამბობს ასტროლოგი.