Le Monde: ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები დაეთანხმნენ ევროპული კომისიის გეგმას თავდაცვის გაძლიერების შესახებ

ევროკავშირი

ბრიუსელში გამართულ სამიტზე შეკრებილი ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს ლიდერები დაეთანხმნენ ევროპული კომისიის გეგმას თავდაცვის გაძლიერების შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Monde ავრცელებს.

ძევროპული კომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა წარადგინა გეგმა სახელწოდებით „ევროპის გადაიარაღება“, რომელიც მიზნად ისახავს დაახლოებით 800 მილიარდი ევროს მობილიზებას, საიდანაც 150 მილიარდი ევრო იქნება სესხების სახით, კონტინენტის თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად.

ევროპული საბჭო ხაზგასმით აღნიშნავს თავდაცვის ხარჯების არსებითად გაზრდის აუცილებლობას.

ევროპული კომისია ასევე სთავაზობს წევრ ქვეყნებს დაახლოებით 150 მილიარდი ევროს სესხების სახით, რათა ერთობლივად დააფინანსონ ინვესტიციები მათ თავდაცვაში.