ორთაჭალაში, ავარიისას დაშავებული ქალი კლინიკაში გარდაიცვალა

ავარია ორთაჭალა

ქალი, რომელიც ორთაჭალაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა, კლინიკაში გარდაიცვალა. დაშავებულს სასწრაფო ოპერაციაც ჩაუტარეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ „ნიუ ჰოსპიტალში“ დაუდასტურეს.

ცნობისთვის, კალანდაძის ასახვევთან გუშინ ტრაქტორი დაგორდა და სამ მანქანას შეეჯახა. დაშავდა ორი ადამიანი.