1741293501
ზელენსკი: უკრაინამ და აშშ-მა განაახლეს მუშაობა - იმედი გვაქვს, რომ მომავალ კვირას მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართება

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინისა და აშშ-ის გუნდებმა განაახლეს მუშაობა მშვიდობის მისაღწევად ომში, რომელსაც რუსეთი აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ.
„მინდა გაცნობოთ ყველას, რომ ჩვენმა გუნდებმა - უკრაინამ და აშშ-მა - განაახლეს მუშაობა. იმედი გვაქვს, რომ მომავალ კვირას მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართება“, - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინა ომის პირველივე წამიდან მშვიდობისკენ ისწრაფვის.