ამ აღმოჩენას შეუძლია დედამიწის ისტორია ხელახლა დაწეროს - რის შესახებ საუბრობენ მეცნიერები
1727969364
სატელევიზიო რეიტინგების ლიდერი, სოციალური მედიის ეპოქის ყველაზე წარმატებული შოუ „პრაიმ ჰაუსი“ ყოველკვირეულად ახალ-ახალ რეკორდს ამყარებს. „პრაიმტაიმმა“ მონაწილეების უკეთ გაცნობის მიზნით, გადაწყვიტა, მათთან ბლიცინტერვიუ ჩაეწერა.
ამჯერად, რამდენიმე კითხვით „პრაიმ ჰაუსის“ ერთ-ერთ გამორჩეულ მონაწილეს, მერიემ გოგაშვილს მივმართეთ.
- მოვლენა, რომელმაც შემცვალა...
- ეს იყო მამაჩემის გარდაცვალება...
- ვერასდროს წარმოვიდგენდი...
- რომ ძალიან ბევრი ადამიანი ასე შემიყვარებდა... და გამიცნობდა, ამას სვერასდროს წარმოვიდგენდი;
- ცხოვრება, რომ თავიდან იწყებოდეს...
- ისევ ისე ვიცხოვრებდი, უბრალოდ, ამ ტვინით. არაფერს გამოვტოვებდი, იმ უსიამოვნებებზე, იმ სტრესზე მე გავიზარდე. ზოგადად, სტრესულ ისტორიებზე, დეპრესიებზე ადამიანები ვიზრდებით და ძლიერები ვხდებით. შესაბამისად, ყველაფერს ახლიდან გავივლიდი, რაღაც ნიუანსების გამოკლებით. არჩევნის გაკეთება რაშიც მომიწია, აი, ეს ტვინი მექნებოდა, რაც ახლა.
- სტიმულს მაძლევს...
- სტიმულს ჩემი თავი მაძლევს და ახლა უკვე გამოჩნდა ერთადერთი ადამიანი, ნინუშკა, ჩემი მეგობარი, რომელმაც ძალიან დიდი სტიმული მომცა. რაც „პრაიმ ჰაუსში“ შემოვედი, ყველა ნათესავმა ზურგი მაქცია, დავკარგე ყველა, სულ მარტო ვარ... ულტიმატუმი წამომიყენეს, ან ჩვენ, ან ეგ პროექტიო. მერე მე ვთქვი, ცხოვრებაში ყველას ჩვენ-ჩვენი არჩევანი გვაქვს, ჩვენი ცხოვრება... და მე ჩემი არჩევანით ვცხოვრობ მეთქი. მათ შორის არის ჩემი და, 2 თვე არ მილაპარაკია მასთან. თავიდან, დედაც ცოტა განაწყენებული იყო, მაგრამ ახლა მხოლოდ ის მყავს.
- გეგმა, რომელიც ჯერ ვერ განვახორციელე...
- ეს ჩემი ბიზნეს იდეაა. ჯერ არ გავამხელ.
- პირველი სიყვარულის ისტორია...
- პირველად რომ შემიყვარდა, 13 წლის ვიყავი, ის ადამიანი - 17-ის. მეგონა, რომ ის სიყვარული ყველაფერს დაძლევდა. იცით სად გავიცანი? „რუსთავი 2-ის“ ერთ-ერთი გასართობი გადაცემიდან ჩემს უბანში იყვნენ მოსულები, გავიცანი ბიჭი, რომელიც ფოტოგრაფად მუშაობდა. მერე რამდენიმე გადაცემა გადიოდა, სადაც ჩაწერებზე დავდიოდი. მალევე 14 წლის გავხდი, რა თქმა უნდა, დედაჩემი გასვლის ნებას არ დამრთავდა და ჩუმად ვიპარებოდი ხოლმე, რომ მენახა. მე ძალიან შეყვარებული ვიყავი...
ეს ყველაფერი 5 თვე გაგრძელდა. ბოლოს დამშორდა, დედაჩემი რომ არ მიშვებდა ხოლმე მის სანახავად, ძალიან დაიღალა. არასდროს მითქვამს რომ მიყვარდა. ეს სიყვარული ძალიან წრფელი იყო... დღემდე ვამბობ, რომ მიყვარდა, ბავშვური გატაცება არ ყოფილა.
დღესდღეობით კონტაქტი აღარ გვაქვს.
- ვერასდროს ვიქნებოდი...
- ბოროტი, ბოროტი და ბოღმიანი არ ვარ, პირიქით. ხალხსაც ვურჩევდი, რომ ნეგატივი სხვა რამისკენ მიმართონ, თუნდაც ფიზიკური აქტივობით დაკავდნენ და ნეგატივისგან დაიცალონ.
- მეშინია...
- მეშინია საყვარელი ადამიანების დაკარგვის...
- რჩევას ვიღებ...
- დედასგან;
- მოხუცი ვიქნები...
- ამაზე ხშირად მიფიქრია... ბევრი შვილიშვილი მინდა მყავდეს, გარშემო შემოვისხა და მოვუყვე ჩემი ისტორიები, ჩემი თავგადასავლები, თუნდაც, „პრაიმ ჰაუსის“ ამბები. ვცდილობ, ჩემი ცხოვრება იმდენად მრავალფეროვანი და ისტორიული იყოს, რომ ბევრი მოსაყოლი მქონდეს და ბევრი მაგალითი მივცე ჩემს შვილიშვილებს. ყოველთვის ვოცნებობ იმაზე, რომ თბილისთან ახლოს მქონდეს დიდი სახლი, სადაც მეყოლება ცხენები, ძაღლები და მექნება დიდი ოჯახი, სადაც ჩემი შვილები და შვილიშვილები იცხოვრებენ. სადაც მექნება ბუხარი და ამის გარშემო მესხდებიან ჩემი შვილიშვილები.