ყვარლის მუნიციპალიტეტში ხანძარია
1732287233
სატელევიზიო რეიტინგების ლიდერი, სოციალური მედიის ეპოქის ყველაზე წარმატებული შოუ „პრაიმ ჰაუსი“ ყოველკვირეულად ახალ-ახალ რეკორდს ამყარებს. „პრაიმტაიმმა“ , მონაწილეების უკეთ გაცნობის მიზნით, გადაწყვიტა მათთან ბლიც ინტერვიუს ჩაწერა.
ამჯერად, რამდენიმე კითხვით „პრაიმ ჰაუსის“ ახალ მონაწილე დადუს (თეო ჯანჯალაშვილს) მივმართეთ.
→ რაზე ოცნებობდი ბავშვობაში?
- ბავშვობაში ვოცნებობდი, რომ შემძლებოდა ფრენა.
→ რისი ნიჭი გინდა, რომ გქონდეს?
- სიმღერის ნიჭი, ძალიან მინდა, რომ კარგად ვმღეროდე. სულ ვმღერი, მაგრამ ძალიან ცუდად გამომდის.
→ ყველაზე მეტ დროს უთმობ?
- საკუთარ თავს ვუთმობ ყველაზე დიდ დროს.
→ დედაჩემი მომკლავს თუ...
- დედაჩემი არაფრის გამო არ მომკლავს, იმიტომ რომ ყოველთვის გვერდში მიდგას და მეც ვერ გავაკეთებ ისეთ რაღაცას რაზეც შეიძლება, რომ მომკლას.
→ სად იცხოვრებდი?
- დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი, სადმე კუნძულზე, სადაც სულ მზეა.
→ რამ გაგაოცა ბოლოს?
- ჩემმა წაქცევამ, ისე წავიქეცი ბოლოს, რომ საკუთარი თავით გავოცდი.
→ პირველი სამსახური იყო?
დასაქმების სამინისტროში ვმუშაობდი ქოლცენტრის ოპერატორად, 17 წლის ვიყავი მაშინ.
→ რით ხარ გამორჩეული?
- ალბათ, ხასიათით, გამორჩეულად მხიარული ვარ, ასე მგონია. პროექტში არ ვიცი, რამდენად გამოვაჩენ, რადგან კამერებთან ცოტა დაძაბული ვარ და შებოჭილი.
→ რით ხარ უკმაყოფილო?
- საკუთარი თავით, იმ რაღაცებს ვერ მივაღწიე, რაც მინდოდა, თუმცა, საკმაოდ მომთხოვნი ვარ საკუთარ თავთან.
→ რის/ვის გარეშე ვერ იცხოვრებ?
- სარკის, ძალიან მიყვარს სარკე.
→ ყველაზე მეტად რისი გრცხვენია?
- არ ვიცი, სიმართლე გითხრათ, ასეთი არაფერი გამიკეთებია. შეიძლება, რაღაც მინანია, თუმცა, არაფერი გამიკეთებია ისეთი, რისიც მრცხვენია.
→ სამი სიტყვით, დაახასიათე საკუთარი თავი
- მხიარული, ჯიუტი და პრინციპული.
→ ბოლოს რაზე იტირე?
- გადაცემის დაწყებამდე ვიტირე ბოლოს, ვინერვიულე და ცრემლები წამომივიდა. მანამდე კი ასეთი რაღაც მოხდა, ცუდ ხასიათზე ვიყავი და მეგობარმა მომიტანა იასამნები და 5-ფურცლიან იასამანს სურვილს ვუთქვამ-ხოლმე. ამ იასამნებში კი 5 ფურცლიანი იასამანი ვერ ვიპოვე და ვთქვი, რომ უსურვილოდ დავრჩი. ამის შემდეგ, ზუსტად 2 დღეში ჩემმა მეგობარმა მომიტანა პატარა ყუთით მოგროვილი 5 ფურცლიანი იასამნები 31 ცალი და ასე მითხრა აჰა დადუნა და ერთი თვე გამოიზოგე და ყოველ დღე ერთი სურვილი ჩაიფიქრეო. ეს ჩემთვის ძალიან ემოციური იყო და ვიტირე ბედნიერებისგან.
→ რას ნანობ?
- არის რაღაცები, რასაც ვნანობ, უბრალოდ, ასე კონკრეტულად ვერ ვიტყვი.
→ რას შეცვლიდი შენს ცხოვრებაში?
ვფიქრობ, რომ მადლიერები უნდა ვიყოთ, რაც გვაქვს იმით და რისი შეცვლაც მინდა, ამას ყოველთვის ვცდილობ და ზოგჯერ გამომდის, რაც ძალიან მახარებს.
→ ოქროს თევზისთვის ერთი სურვილი იქნებოდა...
- მამას დავაბრუნებდი...
→ სიტყვა ან ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებ არის...
- „დებილოოო“, რომელიც არის ჩემი საყვარელი სიტყვა და მოფერებით ვიძახი ხოლმე.