ყვარლის მუნიციპალიტეტში ხანძარია
1732287233
სატელევიზიო რეიტინგების ლიდერი, სოციალური მედიის ეპოქის ყველაზე წარმატებული შოუ „პრაიმ ჰაუსი“ ყოველკვირეულად ახალ-ახალ რეკორდს ამყარებს. „პრაიმტაიმმა“ მონაწილეების უკეთ გაცნობის მიზნით, გადაწყვიტა, მათთან მორიგი ბლიც ინტერვიუს ჩაწერა.
რამდენიმე კითხვით დიმი ლიპარტელიანს მივმართეთ. ინტერვიუს ჩაწერის შემდეგ გაირკვა, რომ დიმიმ და ნიკომ პროექტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.
- მოვლენა, რომელმაც შემცვალა...
- მოვლენა, რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა, იყო წლები, რომლებიც გავატარე ჩემი დის გარეშე, 5 წელი. ეს იყო მოვლენა, რომელმაც მაიძულა, ვყოფილიყავი უკეთესი, ვყოფილიყავი წარმატებული და ვყოფილიყავი ის ძმა, რომელიც დას არც ერთ ფეხის ნაბიჯზე დატოვებს.
- ვერასდროს წარმოვიდგენდი...
- ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ .... ზოგადად, იმხელა ფანტაზიის უნარი მაქვს, რომ ყველაფერს წარმოვიდგენ ხოლმე და ჩემთვის წარმოუდგენელი არაფერია, იმიტომ, რომ ჩემს ცხოვრებაში არ არსებობს ფაქტი, რის გამოც, შეიძლება, ადამიანები განვსაჯო. ყველა ადამიანს საკუთარი ცხოვრება და მიმართულება აქვს, მაგრამ ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩემი ცხოვრების ეტაპებიდან შევძლებდი იმ ეტაპზე გადასვლას, რომელსაც მთელი ცხოვრება ვნატრობდი და ეს ეტაპი დღესაა. ეს არის ეტაპი, როცა მივხვდი, რომ შემიძლია გავაკეთო ყველაფერი, რაც გულში მაქვს.
- ცხოვრებას რომ თავიდან ვიწყებდე....
- ცხოვრებას რომ თავიდან ვიწყებდე, ზუსტად ისე გავივლი, როგორც გამივლია. გამოვტოვებდი მხოლოდ იმ მომენტებს, სადაც ჩემს მეგობრებს ვაწყენინე, ვატკინე ან არასწორად მოვექეცი.
- სტიმულს მაძლევს...
- სტიმულს, პირველ რიგში, ჩემი ორი შვილი, დედა და ჩემი უსაყვარლესი დები მაძლევენ. ასევე მეგობრები, რომლებისთვისაც არ მიღალატია, თუმცა, ბევრჯერ მიწყენინებია და ბევრი შეცდომა დამიშვია.
- გეგმა, რომელიც ჯერ ვერ განვახორციელე...
- გეგმა, რომელიც ჯერ ვერ განვახორციელე არის წიგნი, რომლის დაწერაც დაწყებული მაქვს და არის უდიდესი პროექტი, ამაზე ვმუშაობთ სამი ადამიანი. ეს წიგნი სამი მწერლის ერთი ნაწარმოები იქნება. მონაწილეობას მე, ნიკოლოზ რამიშვილი და შშმ პირი, ანი ბარათაშვილი ღებულობს, რომელიც ბათუმში ცხოვრობს. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს წიგნი ბესტსელერი გახდება არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც.
წიგნის შინაარსი ერთი ადამიანის სამ ცხოვრებაზეა, რომელიც იქნება ამქვეყნიური, ვინ გვინდა ვყოფილიყავით იმის მიუხედავად, თუ ვინ ვართ და რომელიც ცოტა იმქვეყნიური, ასტრალური იქნება. წიგნის სახელია „რამდენჯერ“.
- პირველი სიყვარულის ისტორია...
- მე სიყვარულზე შეყვარებული ადამიანი ვარ, ამიტომ სიყვარულის გარეშე არ მიცხოვრია. ჩემი პირველი სიყვარული იყო ბაღში. ამ სიყვარულს ვედექი ძალიან წრფელად, თამამად და ამაყად, ბაღის დასრულებამდე მივიყვანე. დღემდე ვმეგობრობთ ერთმანეთთან, რა თქმა უნდა.
- ვერასდროს ვიქნებოდი...
- ვერასდროს ვიქნებოდი გამყიდველი, ვერასდროს ვიქნებოდი „მეზარბაზნეები არ ჰყავს ქართველებსო“ - აი ეგ კაცი.
- მეშინია...
- არაფრის მეშინია, უბრალოდ, არ მინდა ცხოვრებაში საყვარელი ადამიანების დანაკლისი ვნახო. მინახავს...
- რჩევას ვიღებ...
- რჩევას ვიღებ და ვსწავლობ აბსოლუტურად ყველასგან. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის და რას წარმოადგენს. რჩევა როცა მჭირდება, მივდივარ და ჩემს 6 წლის ლაშა-გიორგის და 4 წლის ლილეს ვესაუბრები, რომლებიც ისეთ რჩევებს მაძლევენ, როგორსაც დედამიწაზე ვერავინ მომცემს.
- მოხუცი ვიქნები...
- როგორი ახალგაზრდაც ვარ, აი ეგეთი მოხუცი ვიქნები. ღრმა მოხუცებულობას არ დაველოდები და 50+ რომ ვიქნები, ჩემს ულამაზეს სოფელში წავალ. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ დროს უკვე აფხაზეთში ვიქნებით, აქედან გამომდინარე, ოჩამჩირე იქნება სადაც დავსახლდები. ნორმალური დონის აგრონომი ვარ და მიწაზე მუშაობაზე კარგი არაფერი არსებობს ჩემს ცხოვრებაში.