რატომ აფარებდნენ საბჭოთა დიასახლისები ტელევიზორს ნაქსოვ ხელსახოცს

televizori

საბჭოთა კავშირის პერიოდში ბევრი ისეთი ტრადიცია და ჩვეულება არსებობდა, რომლის გადმონაშთიც დღესაც გვხვდება. ერთ-ერთი ასეთი ჩვევა ტელევიზორზე ნაქსოვი ხელსახოცის დაფარება გახლდათ. ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ეს დეკორის უბრალო ელემენტი იყო, თუმცა რეალურად იმდროინდელ სოციალურ და კულტურულ ფაქტორებთან იყო დაკავშირებული.

საინტერესოა, მაინც საიდან მოდის ეს ტრადიცია?


იმ დროს, ყოფილ საბჭოა კავშირში, ტელევიზორ ინფორმაციის მიღების ერთ-ერთი მთავარი წყარო გახლდათ. გარდა ამისა, გასართობიც მაშინდელ ხალხს სხვა არაფერი ჰქონდა, ერთი სიტყვით, ეს ნივთი ოჯახში განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობდა და მოვლითაც განსაკუთრებულად უვლიდნენ. მზის პირდაპირი სხივები რომ არ მოხვედროდა მის ეკრანს და არ დაეზიანებინა, დიასახლისებმა მისი დაცვა ლამაზი, ნაქსოვი დეკორატიული ხელსახოცებით გადაწყვიტეს. გარდა დაცვის ფუნქციისა, ეს ხელსახოცი გარემოსაც ალამაზებდა და სახლს დამატებთ სიმყუდროვეს სძენდა. ეს ელემენტი იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ ყველა ქალბატონს, ვისაც პრეტენზია ჰქონდა კარგ დიასახლისობაზე, უბრალოდ ვალდებული იყო ჰქონოდა მსგავსი ნივთი სახლში. ხელსახოცები, როგორც წესი, ხელით იქსოვებოდა და ამას დიასახლისები თავად აკეთებდნენ.

ასევე ნახეთ:

ზურა ბერიკაშვილზე სასიხარულო ინფორმაცია ვრცელდება

VIDEO: რა ხდება, როცა გარდაცვლილი ადამიანის სახელს ვარქმევთ შვილს? - ნუმეროლოგი განმარტავს