ზურა ბერიკაშვილზე სასიხარულო ინფორმაცია ვრცელდება

ზურა ბერიკაშვილი

მსახიობი ირაკლი ჩოლოყაშვილი თავის მეგობარზე, ზურა ბერიკაშვილზე სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს.

„რადგან მწერთ და გაინტერესებთ, გეტყვით: ზურა ბერიკაშვილი ზეგ გერმანიაში გადაჰყავთ… დღეს გააღვიძეს, თვალი გაახილა…“, – წერს ირაკლი ჩოლოყაშვილი სოციალურ ქსელში.

მსახიობი ზურა ბერიკაშვილი ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე ინფარქტის დიაგნოზით უგონო მდგომარეობაში რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში შეიყვანეს. ის ბუნებრივ კომაში იყო.

ასევე ნახეთ:

„ამ შტამის გადატანის შემდგომ ყალიბდება იმუნიტეტი“ - ინფექციონისტი სეზონურ ვირუსებზე

როგორი იქნება იანვრის სასიყვარულო ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის