ტეილორ სვიფტი ყოფილ პარტნიორებზე სერიალის გადაღებას გეგმავს - უცხოური მედია

ტეილორ სვიფტი

ტეილორ სვიფტი ყოფილ პარტნიორებზე სერიალის გადაღებას გეგმავს. სხვადასხვა წყაროს მიერ გავრცელებული პირველადი ინფორმაციის თანახმად, მომღერალი მოლაპარაკებებს აწარმოებს სერიალ Succession-ის სცენარისტ ელის ბირჩთან.

ამ ეტაპზე სვიფტის იდეის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად, 2008 წელს, მას ურთიერთობა ჰქონდა ამერიკელ მომღერალ ჯო ჯონასთან. 2010 წელს სვიფტი მსახიობ ჯეიკ ჯილენჰოლს ხვდებოდა. მოგვიანებით ჰარი სთაილსს, ტომ ჰიდლსტონს; ყველაზე ხანგრძლივად - 2016 წლიდან 2023 წლის მარტამდე ჯო ალვინს, ბოლოს კი ინგლისელ მომღერალ მეთი ჰილის.

ცნობისთვის, ტეილორ სვიფტი ყველა წამყვანი მუსიკალური ასეულის წევრია, მათ შორისაა Rolling Stone-ის, Billboard-ის, Time-ისა და Forbes-ის სიები სახელწოდებით "ყველა დროის 100 ყველაზე ცნობილი მომღერალი". მომღერალს დღეისათვის გაყიდული აქვს დაახლოებით 20 მილიონი ალბომი და 34.3 მილიონი სინგლი მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ასევე დაგაინტერესებთ:

"მითხრა, თუ გენატრები, მოდი ამ დილით ჩემთან სასაფლაოზეო..." - ბათუმში, მომხდარი სასწაული

VIDEO: „მტკივა, სირცხვილია“ - აი, რა გააკეთეს გამვლელებმა, როცა ქუჩაში კაცი ქალზე ძალადობდა

კომაში მყოფ პაციენტს ნათლიამ ხატის ასლი თავთან დაუდო... უცებ ბავშვი თავისი ფეხით გავიდა ოთახიდან - ხატი, რომელიც უამრავ სასწაულს ახდენს

ემუქრება თუ არა საქართველოს სიცხის ციკლონი - განგაშის წითელი დონე რამდენიმე ქვეყანამ გამოაცხადა

„დედაჩემი 55 წლის...“ - ნუკი კოშკელიშვილი იუბილარი დედის ფოტოებს აქვეყნებს, რომელმაც გამომწერები აღაფრთოვანა