რას სჭირს სინამდვილეში პლანეტის ყველაზე ლამაზ ქალს? - რას წერენ ტაბლოიდები ბელა ჰადიდზე

ჰადიდი

როგორც კი ბელა ჰადიდი პირველად გამოჩნდა პოდიუმზე, მაშინვე დაიწყეს მისი შედარება წარმატებულ ნათესავებთან: გოგონას დედა მისი დროის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ მოდელად ითვლებოდა, ხოლო მისი უფროსი და უკვე ცნობილი დიზაინერების მთავარი მუზა იყო. გარეგნული მსგავსების გამო კარლა ბრუნისაც კი ადარებდნენ და მალე პლანეტის ყველაზე ლამაზი ქალის ტიტულიც მიიღო.

ბევრს მიაჩნია, რომ ბელამ ეს ტიტული პლასტიკური ქირურგების ძალისხმევის წყალობით დაიმსახურა. ამბობენ, რომ 26 წლის ასაკში მას უკვე ათზე მეტი პლასტიკური ოპერაცია ჩაუტარდა. ბევრი წერს, რომ ბელას სახე სულ რაღაც რამდენიმე წელიწადში ძალიან შეიცვალა. მოდელი კი ირწმუნება, რომ მის სახეზე ყველა ცვლილება ასაკის მატებასთანაა დაკავშირებული. მიუხედავად ჭორებისა, ბელა ჰადიდი კვლავ რჩება ერთ-ერთ მოთხოვნად მოდელად და მსოფლიოს ყველაზე ლამაზ ქალად - ცნობილი კოსმეტიკური ქირურგის, ჯულიან დე სილვას კვლევის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალის გვირგვინი ბელა ჰადიდს ეკუთვნის. დე სილვას ტოპ 10 ქალის სია ოქროს კვეთის თეორიის მიხედვითაა შედგენილი. 

ბოლო დროს ბელა ჰადიდის ირგვლივ კიდევ ერთი ჭორი გავრცელდა, რომელიც მის ნარკოტიკებსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულებას უკავშირდებოდა. სინამდვილეში, 26 წლის მოდელი ლაიმის დაავადებით იტანჯება. ეს არის ინფექციური დაავადება, რომელიც ბევრ ადამიანს ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს უქმნის. მისი გამომწვევი ძირითადი მიზეზი ბორელიას ბაქტერიაა, რომელსაც, ძირითადად, ტკიპები ატარებენ.

ტკიპებით გამოწვეული ბორელიოზის პირველი სიმპტომები ბელა ჰადიდს 2012 წელს გაუჩნდა, მაგრამ ზუსტი დიაგნოზი მხოლოდ 2015 წელს დაუსვეს. მას შემდეგ, როგორც თავად აღიარა, ყოველდღიურად აწუხებს თავის ტკივილი, გონების დაბინდვა, უძილობა, არარეგულარული გულისცემა, გულისრევა, სუნთქვის გაძნელება, სახსრების ტკივილი და მრავალი სხვა.

ბოლო ოთხი თვეა, ბელა ჰადიდი პროფესიული საქმიანობისგან ისვენებს, ხოლო ცხრა თვეა, რაც ალკოჰოლი არ მიუღია და დამოკიდებულების პრობლემაც არ აქვს. ის ამ ეტაპზე მხოლოდ ლაიმის დაავადებას ებრძვის, თუმცა ჰოსპიტალიზაცია არ სჭირდება და სიმპტომებს სახლში უმკლავდება. ამის შესახებ Vogue-ი წერს.

ასევე ნახეთ:

„ემოციები აღარ მაქვს ღიმილი დამავიწყდა, დავიცალე...“ - სალომე უშხვანი მიმართვას ავრცელებს

VIDEO: „უკვე მე-11 წელია მოვდივართ ასე სიყვარულით...“- თამარ ივერი მისი ქორწილიდან ემოციურ კადრებს გვიზიარებს

„გამორჩეული და გემოვნებიანი...“ - ანუკი არეშიძის საზაფხულო სტილი

როგორ შეცვალა თურქმა წინასწარმეტყველმა ბაჩო რამიშვილის ცხოვრება

წყარო: Vogue