1740914281
33 წლის ქალს თვალში ძველი კონტაქტური ლინზები ჰქონდა ჩარჩენილი - რა გაირკვა ოპერაციის დროს

ჩინეთში ქალმა პლასტიკური ოპერაციის გაკეთება გადაწყვიტა და აღმოაჩინა, რომ მისი ძველი კონტაქტური ლინზები თვალში იყო ჩარჩენილი. სამედიცინო შემთხვევა გამოქვეყნდა სამეცნიერო ჟურნალში Plastic & Reconstructive Surgery-Global Open.
33 წლის ქალმა პლასტიკურ ქირურგებს სახის ასიმეტრიის გამო მიმართა. პაციენტს აწუხებდა ეგრეთ წოდებული ჰემიფაციალური ატროფია, ანუ პარი-რომბერგის სინდრომი.
კოსმეტიკური ნაკლოვანებების გამოსასწორებლად, ექიმებმა შესთავაზეს ქალს ცხიმის ინექცია მსუბუქი ანესთეზიის ქვეშ, მარცხენა თვალის გასადიდებლად.
როდესაც ექიმებმა დაიწყეს წინაპროცედურული გამოკვლევა, მათ მოულოდნელად აღმოაჩინეს ხუთი კონტაქტური ლინზა, რომლებიც ჩარჩენილი იყო ორბიტალურ ნაწილში, სადაც თვალი და ქუთუთო ხვდება ერთმანეთს.
მოგვიანებით პაციენტმა აღიარა, რომ რამდენჯერმე დაკარგა ლინზები, მაგრამ სჯეროდა, რომ ისინი უბრალოდ თვალიდან ჩამოცვივდნენ.
ლინზები უსაფრთხოდ ამოიღეს და პაციენტს ჩაუტარდა დაგეგმილი პროცედურა.