ტრაგედია გურიაში - შუახნის კაცი სახლის სახურავის გადათოვლისას დაიღუპა

გურია

დიდთოვლობას მსხვერპლი მოჰყვა გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში გარდაცვლილია 60 წლამდე შუახნის მამაკაცი.

გავრცელებული ინფორმაციით, კაცი მეზობლის დასახმარებლად გადავიდა და სახლის სახურავის გადათოვლისას დაიღუპა.

ნგრევის შედეგად კაცს ბეტონის ფილა ე.წ. “სინკარი” დაეცა. 

აღნიშნული ინფორმაცია მედიას გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ დაუდასტურა, გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.

მომხდარზე დეტალებს შესაბამისი ორგანოები შეისწავლიან.

დიდთოვლობის გამო შექმნილი სირთულეების მოგვარების მიზნით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მე-4 დღეა ოზურგეთის მერია და ყველა შესაბამისი სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს. 

მთელი ღამის განმავლობაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დვაბზუს, ნატანების, ლიხაურის, დაბა ლაითურისა და დაბა ურეკის ადმინისტრაციული ერთეულები მძიმე ტექნიკა იყო მობილიზებული.

გიორგი ურუშაძე სახელმწიფო რწმუნებული გურიის რეგიონში