ჩვენი ქვეყნის ოპოზიცია და კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები ჩართულნი არიან უცხოური ძალების ინტერესების გატარებაში - ვახტანგ ჩოჩია

ვახტანგ ჩოჩია

აშშ-ში მოქმედი FARA-ს სიტყვა-სიტყვით თარგმნილ კანონპროექტსა და ბრიტანული მოდელით შემუშავებულ მედიის კანონს განიხილავენ დღეს დეპუტატები.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის კაბინეტის უფროსის, ვახტანგ ჩოჩიას განცხადებით, საქართველოში არსებობს გარე ჩარევის ინტერესი, ამიტომ ეს კანონპროექტი საზოგადოებას აჩვენებს თუ ვის ემსახურებიან კონკრეტული პირები.

"ამ ორი კანონის დაინიცირება მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ვიცით, რომ საქართველოში არსებობს უცხოური ძალის ინტერესები. ჩვენი ქვეყნის ოპოზიცია და კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები ჩართულნი არიან ამ უცხოური ძალების ინტერესების გატარებაში, შესაბამისად, ეს ორი კანონი უზრუნველყოფს იმას, რომ საზოგადოებას ერთის მხრივ ჰქონდეს ინფორმაცია თუ ვის და რა ინტერესებს ემსახურებიან ესა თუ ის ტელესაშუალებები და ჩვენი არასამთავრობო სექტორი, ხოლო მეორეს მხრივ, მოახდენს გარე ჩარევის მინიმალიზაციას მაშინ, როდესაც საზოგადოება გაიგებს ვის ემსახურება ეს ხალხი", - განაცხადა ვახტანგ ჩოჩიამ