ლიზა ბაგრატიონის და გიორგი გიგაშვილის ცეკვის ვიდეო ნახვების რეკორდს ხსნის

ლიზა ბაგრატიონი და გიორგი გიგაშვილი

ლიზა ბაგრატიონი ქართული შოუბიზნესის ერთ-ერთი გამორჩეული სახეა. წარმატებული კარიერა, საყვარელი ჰიტები და მუდამ ერთგული მსმენელი მისი ცხოვრების ნაწილია. ლიზას შემოქმედება ბევრი ადამიანისთვის საყვარელი და ახლობელია. ამჟამად ის კომპანია „ბადაგონის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელია, ხშირად ჩანს ტელეეკრანებზეც და აგრძელებს შემოქმედებით მუშაობასაც...

რაც შეეხება გიორგი გიგაშვილს - ესპანეთი, იტალია, პოლონეთი, საფრანგეთი - ეს იმ ქვეყნების მცირე ჩამონათვალია, სადაც გიორგი გიგაშვილი კონცერტებს მართავს, სხვადასხვა პრესტიჟულ პრემიას იღებს და მსოფლიოს საკუთარ ტალანტს აცნობს.

ერთ-ერთმა უმსხვილესმა ბრიტანულმა რადიოსადგურმა „Classic FM” 2023 წლის 30 გამორჩეული ახალგაზრდა მუსიკოსი დაასახელა. მათ შორის მოხვდა გიორგი გიგაშვილი. ქართველი პიანისტი  სიაში მე-14 ადგილს იკავებს.

სოციალურ ქსელში მომღერალ ლიზა ბაგრატიონის და პიანისტ გიორგი გიგაშვილის ცეკვის ვიდეო გავრცელდა, რომელიც ნახვების რეკორდს ხსნის.

 

@backstagevideos #foryou #lizabagrationi #giorgigigashvili #nikolozrachveli ♬ original sound - Backstage 🌟