„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში, მაგრამ...“ - რას წერს რუსეთში მცხოვრები ქართველი რეჟისორი რეზო გიგინეიშვილი

რეზო გიგინეიშვილი

რუსეთში მცხოვრები ქართველი რეჟისორი რეზო გიგინეიშვილი სოციალურ ქსელ „ინსტაგრამზე“ რუსების ქვეყნიდან მასობრივ გადინებაზე წერს.

გიგინეიშვილის თქმით, მან ცადა ბევრი ხელოვანი და კოლეგა დაერწმუნებინა, რომ საქართველო რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. 

„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში, მაგრამ გეკითხებით, როცა გვეკითხებიან ჩვენი ოკუპაციის შესახებ, არ თქვათ, რომ არ გესმით პოლიტიკა.

ვეცადე ბევრი ხელოვანი, ჩემი კოლეგა დამერწმუნებინა, რომ საქართველო ოკუპირებული იყო, მაგრამ მათთვის აფხაზეთში არდადეგებზე და ფესტივალებზე ჩასვლა კომფორტული იყო. მე არ მესმის მათი.

რა ჩვენი ტკივილი იყო, მათი პატივისცემის ობიექტი არ გამხდარა. ახლა მაინც!...“, - წერს გიგინეიშვილი.