UFC-ის სკანდალური საქმის ახალი დეტალები - დაკავებულია კიდევ ორი პირი
1782335648
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოსა და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინეს.
სოფელ საბათლოს მიმდებარედ, მდინარე ალაზანზე, დაცულ ტერიტორიაზე, მოქალაქე თევზჭერას აკრძალული საშუალების – დიდი ზომის თევზმახის გამოყენებით ახდენდა. სამართალდამრღვევს უკანონოდ ჰქონდა მოპოვებული ლოქოს სახეობის 6 კგ-მდე თევზი.
სამართალდამრღვევის მიმართ შედგა შესაბამისი ოქმები.
ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.