დავით მათიკაშვილი

პოლიტიკა 1788263473

მე-5 კოლონა რისი მე-5 კოლონაა საკუთარი ქვეყნის დაზიანებას რომ არ ცდილობდეს - დავით მათიკაშვილი "ნაციონალების" მიერ რუს ტურისტებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე

"ოპოზიციის რუსოფობიური გეგმა და ქვეყნის ინტერესების დაზიანების მორიგი მცდელობა", - მმართველი გუნდი ოპოზიციის კიდევ ერთ დეზინფორმაციულ კამპანიაზე საუბრობს."ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა, მათი თქმით რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო ნაკადზე განცხადება ლარსის შემდეგ, ამჯერად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გააკეთეს.უმრავლესობა ოპონენტებს ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს და ახსენებს, როგორ ხვდებოდა მათი ლიდერი 2008 წლის ომის მერე ლარსზე რუს ტურისტებს და როგორ ასხვისებდნენ სტრატეგიულ ობიექტებს რუსულ კომპანიებზე.მმართველ გუნდში ოფიციალურ სტატისტიკასაც უსვამენ ხაზს, რომლის მიხედვითაც, ლარსის გავლით ქვეყნიდან უფრო მეტი ადამიანი გადის, ვიდრე შემოდის.საკითხს გამოეხმაურა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე. დავით მათიკაშვილის განცხადებით, მათ ოპონენტები აღნიშნული განცხადებებით ქვეყნის ეკონომიკისა და იმიჯის დაზიანება სურთ."მე-5 კოლონა რისი მე-5 კოლონაა საკუთარი ქვეყნის დაზიანებას რომ არ ცდილობდეს. აგენტურული დღის წესრიგით, შესაძლებლობას ხელიდან არ უშვებენ, რაიმე ფორმით ქვეყნის ეკონომიკა, იმიჯი და ა.შ. არ დააზიანონ. თან არ გამოსდით ეს ყველაფერი. ახლა ეს რუსოფობიური განწყობების გაღვივება არის, ის დავალება, რომელიც მათ მიიღეს ქვეყნის ფარგლებს გარეთ.ანალოგიურს ვერ ვხედავდით 2008 წელს, როდესაც რუსეთმა ქვეყნის 20%-ის ოკუპაცია მოახდინა. გვახსოვს განცხადებებიც, რუსულ ფულს თურმე სუნი რომ არ ასდის. როგორ შეიძლება ხელი მოაწერო ისეთ რეზოლუციას, სადაც საკუთარ ჯარს, არმიას და ქვეყანას დააბრალო ომის დანაშაულის ჩადენა. დღეს სხვა დავალება აქვთ", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

თენგიზ შარმანაშვილი

პოლიტიკა 1788262872

უკონტროლოდ შემოდიან რას ნიშნავს, პასპორტის გარეშე შემოდიან? რუს ტურისტებს ვინ ხვდებოდა ღვინით ლარსზე კარგად გვახსოვს - თენგიზ შარმანაშვილი "ნაციონალების" მიერ რუს ტურისტებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე

"ოპოზიციის რუსოფობიური გეგმა და ქვეყნის ინტერესების დაზიანების მორიგი მცდელობა", - მმართველი გუნდი ოპოზიციის კიდევ ერთ დეზინფორმაციულ კამპანიაზე საუბრობს."ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა, მათი თქმით რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო ნაკადზე განცხადება ლარსის შემდეგ, ამჯერად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გააკეთეს.უმრავლესობა ოპონენტებს ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს და ახსენებს, როგორ ხვდებოდა მათი ლიდერი 2008 წლის ომის მერე ლარსზე რუს ტურისტებს და როგორ ასხვისებდნენ სტრატეგიულ ობიექტებს რუსულ კომპანიებზე.მმართველ გუნდში ოფიციალურ სტატისტიკასაც უსვამენ ხაზს, რომლის მიხედვითაც, ლარსის გავლით ქვეყნიდან უფრო მეტი ადამიანი გადის, ვიდრე შემოდის.საკითხს გამოეხმაურა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, რუსი ტურისტები იმ კანონმდებლობით სარგებლობენ, რომელიც თავად "ნაციონალურმა მოძრაობამ" შემოიღო და ახლა ცდილობენ ეს ყველაფერი მმართველ გუნდს გადააბრალონ."კარგია, რომ გვახსენებენ ამ თემას, შეიძლება ჩვენ დაგვავიწყდეს. რუს ტურისტებს ვინ ხვდებოდა ღვინით ლარსზე ძალიან კარგად გვახსოვს. ვურჩევ, იმ ენერგეტიკულ ობიექტებთან მივიდნენ, რომლებიც 2008 წლის ომის შემდეგ რუსებს გადასცეს.თავის დროზე, თვითონ შემოიღეს ეს ყველაფერი, ახლა უნდათ ჩვენ გადმოგვაბრალონ. უკონტროლოდ შემოდიან რას ნიშნავს, პასპორტის გარეშე შემოდიან? ქალები შემოდიან ისეთი პასპორტებით, სადაც კაცების სურათია ჩაკრული? - რას ეძახიან უკონტროლო შემოსვლას?!იმ კაცს აქვს გარკვეული დროით, უვიზო გადაადგილების პირობებში, კანონმდებლობიდან გამომდინარე, აქ შემოსვლის უფლება. თუ იტყვიან რომ უკანონოდ და უსაბუთოდ ხდება ეს ყველაფერი და კანონის დარღვევით ვუშვებთ - კი ბატონო, მაგრამ თავისი დაწესებული წესებით შემოდიან ისინი აქ, მერე უფრო მეტნი გადიან ", - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

ირაკლი ფავლენიშვილი

პოლიტიკა 1788262636

არ ვებრძვით ტურიზმსა და ტურისტებს რუსეთიდან, არამედ არ გვინდა, საქართველოს მოქალაქეების ჩანაცვლება, ქართული ბიზნესების ჩანაცვლება - ირაკლი ფავლენიშვილი

"ოპოზიციის რუსოფობიური გეგმა და ქვეყნის ინტერესების დაზიანების მორიგი მცდელობა", - მმართველი გუნდი ოპოზიციის კიდევ ერთ დეზინფორმაციულ კამპანიაზე საუბრობს."ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა, მათი თქმით რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო ნაკადზე განცხადება ლარსის შემდეგ, ამჯერად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გააკეთეს.პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" დროებითი მმართველობის საბჭოს თავმჯდომარის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, ისინი არ ებრძვიან ტურისტებს რუსეთიდან, თუმცა არ სურთ საქართველოში ქართველების რუსი მოქალაქეებით ჩანაცვლება."უკონტროლოდ მასობრივად შემოდიან ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლები. ამ ხალხის დიდი ნაწილი არ არის ტურისტი. ჩვენ არ ვებრძვით ტურიზმსა და ტურისტებს რუსეთიდან, არამედ არ გვინდა, საქართველოს მოქალაქეების ჩანაცვლება, ქართული ბიზნესების ჩანაცვლება", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.საპასუხოდ, უმრავლესობა ოპონენტებს ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს და ახსენებს, როგორ ხვდებოდა მათი ლიდერი 2008 წლის ომის მერე ლარსზე რუს ტურისტებს და როგორ ასხვისებდნენ სტრატეგიულ ობიექტებს რუსულ კომპანიებზე.მმართველ გუნდში ოფიციალურ სტატისტიკასაც უსვამენ ხაზს, რომლის მიხედვითაც, ლარსის გავლით ქვეყნიდან უფრო მეტი ადამიანი გადის, ვიდრე შემოდის.

ნათურა

დედაქალაქი 1787947820

შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 31 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.კომპანიის ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ ქუჩებს:ისნის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩოლოყაშვილის მოედნის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, ბოგდან ხმელნიცკის, ციხისძირის, გუდარეხის, მახარაშვილის, სერგო წულაძის, ჩერქეზიშვილის, ბაქარაშვილის, მეველეს, ვირსალაძის, დოდაშვილის, სოლომონ მეორის, მამუკინის, დიდგორის, აბუსერიძე-ტბელის, აბრამიშვილის, შალვა დოლიძის, ბალადანის, მანავის, ჩოხელის, თეთრიწყაროს და ლერწმის ქუჩების მოსახლეობას.საბურთალოს რაიონიქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ტაშკენტის, ჯანო ბაგრატიონის და მიცკევიჩის ქუჩების მოსახლეობას.გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), იონა ვაკელის, გურამ ფანჯიკიძის, კანდელაკის, ონიაშვილის, ქართველიშვილის, ოთარ ჭილაძის, ამბროლაურის, ბუდაპეშტის და შალვა ნუცუბიძის ქუჩების მოსახლეობას.ვაკის რაიონიქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლარსის, პეტრიაშვილის, კეკელიძის, გალის, პეტრე მელიქიშვილის, რეზო ჩხეიძის, პეტრე უმიკაშვილის, ბარნოვის, შანიძის და თერგის ქუჩების მოსახლეობას.მთაწმინდის რაიონიქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), გრიბოედოვის, ცხემის, ბესიკის, ლაღიძის, ჩიტაძის, ზურაბ ჟვანიას, ძმები ზუბალაშვილების, ალექსანდრე ჭავჭავაძის და შევჩენკოს ქუჩების მოსახლეობას.სამგორის რაიონიქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 II, IV მიკრორაიონების, სამგორის დასახლების (ნაწილობრივ), შამანაურის, ზაჰესის, თაყაიშვილის, გახოკიძის, კუპრაძის, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა, კახნიაშვილის და ჯავახეთის ქუჩების მოსახლეობას.კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

შუქი გაითიშება

დედაქალაქი 1787853802

ქუჩები, სადაც შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 31 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.კომპანიის ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ ქუჩებს:ისნის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩოლოყაშვილის მოედნის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, ბოგდან ხმელნიცკის, ციხისძირის, გუდარეხის, მახარაშვილის, სერგო წულაძის, ჩერქეზიშვილის, ბაქარაშვილის, მეველეს, ვირსალაძის, დოდაშვილის, სოლომონ მეორის, მამუკინის, დიდგორის, აბუსერიძე-ტბელის, აბრამიშვილის, შალვა დოლიძის, ბალადანის, მანავის, ჩოხელის, თეთრიწყაროს და ლერწმის ქუჩების მოსახლეობას.საბურთალოს რაიონიქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ტაშკენტის, ჯანო ბაგრატიონის და მიცკევიჩის ქუჩების მოსახლეობას.გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), იონა ვაკელის, გურამ ფანჯიკიძის, კანდელაკის, ონიაშვილის, ქართველიშვილის, ოთარ ჭილაძის, ამბროლაურის, ბუდაპეშტის და შალვა ნუცუბიძის ქუჩების მოსახლეობას.ვაკის რაიონიქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლარსის, პეტრიაშვილის, კეკელიძის, გალის, პეტრე მელიქიშვილის, რეზო ჩხეიძის, პეტრე უმიკაშვილის, ბარნოვის, შანიძის და თერგის ქუჩების მოსახლეობას.მთაწმინდის რაიონიქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), გრიბოედოვის, ცხემის, ბესიკის, ლაღიძის, ჩიტაძის, ზურაბ ჟვანიას, ძმები ზუბალაშვილების, ალექსანდრე ჭავჭავაძის და შევჩენკოს ქუჩების მოსახლეობას.სამგორის რაიონიქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 II, IV მიკრორაიონების, სამგორის დასახლების (ნაწილობრივ), შამანაურის, ზაჰესის, თაყაიშვილის, გახოკიძის, კუპრაძის, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა, კახნიაშვილის და ჯავახეთის ქუჩების მოსახლეობას.კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

გიორგი სოსიაშვილი

პოლიტიკა 1787820815

ბოლო პერიოდში, რადიკალების რუსოფობიური განცხადებები მიგვანიშნებს იმაზე, რომ დავალება აქვთ გარედან მიღებული - გიორგი სოსიაშვილი

„ოპოზიციის რუსოფობიური გეგმა, მორიგი მანიპულაცია და სიცრუე“ - მმართველი გუნდი ოპოზიციის კიდევ ერთ დეზინფორმაციულ კამპანიაზე საუბრობს. მათი განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა", რომლის ლიდერიც აგვისტოს ომის შემდეგ ლარსზე რუს ტურისტებს ხვდებოდა და სტრატეგიულ ობიექტებს, რუსულ კომპანიებზე ასხვისებდა, დღეს იმის დამტკიცებას ცდილობს, რომ რუსეთის მოქალაქეები ქვეყანაში მუდმივი ბინადრობის მიზნით შემოდიან.არგუმენტად მმართველ გუნდს სტატისტიკა მოჰყავს, ოფიციალური მონაცემებით, ბოლო ერთ კვირაში, ლარსის გამშვები პუნქტიდან საქართველოში 52 953 პირი შემოვიდა, ქვეყანა კი უფრო მეტმა, 61 691-მა ადამიანმა დატოვა.პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი სოსიაშვილის განცხადებით, საქართველოში მტერს ყოველთვის მტრულად ხვდებიან და მოყვარეს მოყვრულად, მაგრამ სხვადასხვა ეროვნების საწინააღმდეგო კამპანიის წარმართვა მიუღებელია."ბოლო პერიოდში, რადიკალების მიერ რუსოფობიური განცხადებები, მიგვანიშნებს იმაზე, რომ მათ აქვთ დავალება მიღებული. გვახსოვს, თავის დროზე მათი ბელადი საზღვართან ხვდებოდა, ლარსის გამშვებ პუნქტთან და ეპატიჟებოდა რუს ტურისტებს.ახლა მიიღეს დავალება, რომ რაღაც საყოველთაო ანტირუსული კამპანია ჩათესონ, მათ შორის, ტურისტების შემოდინების თვალსაზრისით, რომელზეც ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული ჩვენს ეკონომიკაში. ეს არის დავალება აგენტურისაგან, აგენტურისთვის გარედან მიღებული დავალება და ხვალ თუ დასჭირდებათ, რომ რუს ტურისტებს უნდა ჩამოართვან ხელი და მომღიმარი სახით მიიღონ ქვეყანაში, ჩვეულებრივად ამას გააკეთებენ.ეს არის ჩვეულებრივი, მათთვის დამახასიათებელი ხელწერა. გარედან რომ დაავალონ, ატირდებიან, დაავალებენ, პირმღიმარი სახით დახვდებიან ნებისმიერ ადამიანს და აი, ესე, ესე მოქმედებენ და თავიანთი სახე გამოაჩინეს. საქართველოში არავინ არ სძულთ. საქართველოში მტერს მტრულად ხვდებიან და მოყვარეს მოყვრულად, მაგრამ ის, რომ ასეთი ანტი სხვადასხვა ეროვნების საწინააღმდეგო კამპანია ჩათესონ, ეს არის ჩვენთვის ყოვლად მიუღებელი ამბავი", - განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.

თათია ნიკოლაიშვილი

პოლიტიკა 1787820761

არ მგონია, ვერ ხედავდეთ, რაც არის რეალობა - თუ რამდენი რუსია ქვეყანაში, ლამის ქართველებზე მეტი არიან - თათია ნიკოლაიშვილი

არ მგონია, ვერ ხედავდეთ, რაც არის რეალობა - თუ რამდენი რუსია ქვეყანაში, ლამის ქართველებზე მეტი არიან, - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.თათია ნიკოლაიშვილის თქმით, ქვეყანაში ეროვნებით რუსი ადამიანების შემომსვლელთა რაოდენობა მზარდია და ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები რეალობას არ ასახავს."მათი სტატისტიკები ყოველთვის გამოიყურება ისე, როგორც მათ სურთ. ქართველი ხალხი ხედავს იმას, რაც ხდება რეალობაში, მათ შორის, არა მგონია, თქვენც ვერ ხედავდეთ იმას, რაც არის რეალობა, თუ რამდენი რუსია ქვეყანაში, ლამის ქართველებზე მეტია", - განაცხადა თათია ნიკოლაიშვილმა."ოპოზიციის რუსოფობიური გეგმა, მორიგი მანიპულაცია და სიცრუე" - მმართველი გუნდი ოპოზიციის კიდევ ერთ დეზინფორმაციულ კამპანიაზე საუბრობს. მათი განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა", რომლის ლიდერიც აგვისტოს ომის შემდეგ ლარსზე რუს ტურისტებს ხვდებოდა და სტრატეგიულ ობიექტებს, რუსულ კომპანიებზე ასხვისებდა, დღეს იმის დამტკიცებას ცდილობს, რომ რუსეთის მოქალაქეები ქვეყანაში მუდმივი ბინადრობის მიზნით შემოდიან.არგუმენტად მმართველ გუნდს სტატისტიკა მოჰყავს, ოფიციალური მონაცემებით, ბოლო ერთ კვირაში, ლარსის გამშვები პუნქტიდან საქართველოში 52 953 პირი შემოვიდა, ქვეყანა კი უფრო მეტმა, 61 691-მა ადამიანმა დატოვა.

ლევან მახაშვილი

პოლიტიკა 1787763660

მახაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ვიდეოზე: დღეს არის რუსეთზე პოლიტიკური შტურმის საერთაშორისო დაკვეთა და ზუსტად ამ პოლიტიკურ ტალღაზე არიან, მიუხედავად იმისა, რომ ეს საქართველოს ინტერესებისთვის საწინააღმდეგოა

დღეს არის რუსეთზე პოლიტიკური შტურმის საერთაშორისო დაკვეთა და ზუსტად ამ პოლიტიკურ ტალღაზე არიან, მიუხედავად იმისა, რომ ეს საქართველოს ინტერესებისთვის საწინააღმდეგოა, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.დეპუტატი სააკაშვილისა და მისი პარტიის წევრების რიტორიკას გარედან მიღებულ დავალებას უკავშირებს.„რასაც გარედან დაუკვეთავენ, ამას აკეთებენ. თავიდან იყო საერთაშორისო დაკვეთა რომ რუსეთი არ უნდა გაეღიზიანებინათ და პირიქით, მაქსიმალურად უნდა გადაეფარებინათ კალთა, დღეს კი არის რუსეთზე პოლიტიკური შტურმის საერთაშორისო დაკვეთა და ზუსტად ამ პოლიტიკურ ტალღაზე არიან, მიუხედავად იმისა, რომ ეს საქართველოს ინტერესებისთვის საწინააღმდეგოა“ - აღნიშნა მახაშვილმა.„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა „ლარსის“ სასაზღვრო პუნქტიდან ვიდეო გაავრცელეს, სადაც აცხადებენ, რომ „სწორედ აქედან შემოდის უკონტროლოდ ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის მოქალაქეთა უდიდესი ნაწილი. ისინი მოდიან ჩვენს ქვეყანაში და იღებენ მოქალაქეობას ძალიან მარტივად“.შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, „ვრცელდება მანიპულაციური და დეზინფორმაციული ინფორმაცია იმის შეახებ, რომ ბოლო პერიოდში გაზრდილია საქართველო-რუსეთის სახმელეთო საზღვარზე მგზავრთა შემოდინების მაჩვენებელი. ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და მიზნად ისახავს საზოგადოებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებას.“ამასთან, სტატისტიკური მონაცემებით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში - 17-დან 24 აგვისტომდე პერიოდში, სასაზღვრო გამშვები პუნქტის „ლარსის“ გავლით, საქართველოში შემოვიდა სხვადასხვა ქვეყნის 52 953 მოქალაქე და ქვეყნიდან გავიდა 61 691.

თორნიკე ჭეიშვილი

პოლიტიკა 1787742452

ეს არის ორკესტრირებული კამპანიის გაგრძელება, ისინი ახლა საზოგადოებას ვითომდა გულანთებულ მამულიშვილებად წარმოუდგებიან, მიდიან ლარსში და იქ დგამენ რაღაცა მასკარადს - თორნიკე ჭეიშვილი ენმ-ის შესახებ

"ეს, რა თქმა უნდა, არის ორკესტრირებული კამპანიის გაგრძელება და ერთ-ერთი ეპიზოდი, როცა დაკვეთა შეიცვალა, ისინი ახლა საზოგადოებას ვითომდა გულანთებულ მამულიშვილებად წარმოუდგებიან, მიდიან ლარსში და იქ დგამენ რაღაც მასკარადს, სხვა არაფერი შეიძლება ეწოდოს" - პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თორნიკე ჭეიშვილი ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებას, რომ რუსეთის მოქალაქეები ქვეყანაში მუდმივი საცხოვრებლის მიზნით შემოდიან.თორნიკე ჭეიშვილის თქმით, სტატისტიკური მონაცემები ადასტურებს, რომ ლარსის მხრიდან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების ე.წ. უკონტროლო შემოდინება არ ხდება.„ისინი აცხადებდნენ, შევახსენებ ჩვენს საზოგადოებას, რომ თურმე ფულს სუნი არ უდის და მათ შორის, რა თქმა უნდა, იმ კონტექსტში ისინი უპირველესად გულისხმობდნენ რუსულ ფულს. ამის საწინააღმდეგოდ, დღეს, როდესაც დაკვეთა შეიცვალა და ეს, რა თქმა უნდა, არის ორკესტრირებული კამპანიის გაგრძელება და ერთ-ერთი ეპიზოდი, როცა დაკვეთა შეიცვალა, ისინი ახლა საზოგადოებას ვითომდა გულანთებულ მამულიშვილებად წარმოუდგებიან, მიდიან ლარსში და იქ აი დგამენ ამ რაღაცა მასკარადს, სხვა არაფერი შეიძლება ეწოდოს. ვინაიდან, თუნდაც სტატისტიკური მონაცემები ადასტურებს იმას, რომ არავითარ, ე.წ. უკონტროლო შემოდინებასთან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისა ლარსის მხრიდან საქმე არ შეიძლება გვქონდეს და შესაბამისი სალდოც კი არის ნეგატიური." - აცხადებს თორნიკე ჭეიშვილი."ნაციონალური მოძრაობა", რომლის ლიდერიც აგვისტოს ომის შემდეგ თავად ხვდებოდა ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე რუს ტურისტებს და რუსულ კომპანიებზე ასხვისებდა სტრატეგიულ ობიექტებს, ახლა ამტკიცებს, რომ რუსეთის მოქალაქეები ქვეყანაში მუდმივი საცხოვრებლის მიზნით შემოდიან.

არჩილ გორდულაძე

პოლიტიკა 1787741356

არჩილ გორდულაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ვიდეოზე: მათი მიზანია, რომ წააქეზონ რუსოფობია, შექმნან დაპირისპირება საქართველოში მაშინ, როდესაც მათივე ლიდერი ზუსტად 16 წლის წინ თვითონ იდგა ლარსზე, არიგებდა ფლაერებს და რუს ტურისტებს საქართველოში შემოუძღოდა

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უფრო მეტი რუსი ეროვნების ადამიანი გავიდა საქართველოდან, ვიდრე შემოვიდა, ეს ერთი ტყუილი, რაც გაავრცელეს და მეორე, თითქოს, მათ [საქართველოს] მოქალაქეობა ენიჭებათ რაიმე განსხვავებული და განსაკუთრებული წესით, რაც მტკნარი სიცრუეა, - განუცხადა ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ლარსის სასაზღვრო პუნქტიდან გავრცელებულ ვიდეოზე საუბრისას.მისივე თქმით, კანონით გათვალისწინებულია მოქალაქეობის მინიჭების წესი, რომელიც ყველასთვის საერთოა.„მათი მიზანია, რომ წააქეზონ რუსოფობია, შექმნან დაპირისპირება საქართველოში მაშინ, როდესაც მათივე ლიდერი ზუსტად 16 წლის წინ თვითონ იდგა ლარსზე, არიგებდა ფლაერებს და რუს ტურისტებს საქართველოში შემოუძღოდა. როგორც 2010 წელს იყო რუსეთი ოკუპანტი და როდესაც მიხეილ სააკაშვილი ცვლიდა უვიზო მიმოსვლას, როგორც ეთანხმებოდა რუსეთის ფედერაციის გაწევრებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, რადგან ასეთი იყო გარე მითითება, ახლა გარე მითითება შეიცვალა და მათ უნდა იბრძოლონ ყველაფრის წინააღმდეგ, რომელიც მათ დაჯგუფებას არ აწყობს და ყველაფერს უნდა დაუძახონ რუსული და ისევ შუღლი ჩამოაგდონ საზოგადოებაში“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა „ლარსის“ სასაზღვრო პუნქტიდან ვიდეო გაავრცელეს, სადაც აცხადებენ: „სწორედ აქედან შემოდის უკონტროლოდ უკონტროლოდ ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის მოქალაქეთა უდიდესი ნაწილი. ისინი მოდიან ჩვენს ქვეყანაში და იღებენ მოქალაქეობას ძალიან მარტივად“.შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, „ვრცელდება მანიპულაციური და დეზინფორმაციული ინფორმაცია იმის შეახებ, რომ ბოლო პერიოდში გაზრდილია საქართველო-რუსეთის სახმელეთო საზღვარზე მგზავრთა შემოდინების მაჩვენებელი. ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და მიზნად ისახავს საზოგადოებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებას.“ამასთან, სტატისტიკური მონაცემებით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში - 17-დან 24 აგვისტომდე პერიოდში, სასაზღვრო გამშვები პუნქტის „ლარსის“ გავლით საქართველოში შემოვიდა სხვადასხვა ქვეყნის 52 953 მოქალაქე და ქვეყნიდან გავიდა 61 691.

საბაჟო გამშვები პუნქტი

საზოგადოება 1787729758

სტატისტიკის მიხედვით, 17-დან 24 აგვისტომდე პერიოდში, სასაზღვრო გამშვები პუნქტის „ლარსის“ გავლით საქართველოში შემოვიდა სხვადასხვა ქვეყნის 52 953 მოქალაქე და ქვეყნიდან გავიდა 61 691

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ ვრცელდება ვიდეო ლარსის პუნქტიდან, სადაც მათი მტკიცებით, უკონტროლო შემოდინებაა და ირაკლი ფავლენიშვილის სიტყვებით, ამ ხალხის მოშორებაა საჭირო.სტატისტიკის მიხედვით კი, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში - 17-დან 24 აგვისტომდე პერიოდში, სასაზღვრო გამშვები პუნქტის „ლარსის“ გავლით საქართველოში შემოვიდა სხვადასხვა ქვეყნის 52 953 მოქალაქე და ქვეყნიდან გავიდა 61 691.

ლევან მახაშვილი

პოლიტიკა 1787729532

ლევან მახაშვილი „ნაცმოძრაობის“ მიერ ლარსიდან გავრცელებულ ვიდეოზე: უსაქმური პოლიტიკოსების მცდელობა ზაფხულში შექმნან თემა. ჭიქაში ატეხილი ქარიშხალია

რასაც ჩვენ ვუყურებთ, არის უსაქმური პოლიტიკოსების მცდელობა ზაფხულში შექმნან თემა. ჭიქაში ატეხილი ქარიშხალია, - ასე აფასებს ლევან მახაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ გავრცელებულ ვიდეოს ლარსის სასაზღვრო პუნქტიდან, სადაც მათი მტკიცებით რუსეთიდან უკონტროლო შემოდინებაა. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე იხსენებს 2008 წელს, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ლარსის საზღვართან რუს ტურისტებს პირადად ხვდებოდა.„ჩვეულებრივი ტურისტული სეზონია და არა მხოლოდ ერთი საზღვრიდან, არამედ საქართველოს ყველა საზღვრიდან - სახმელეთო იქნება, აეროპორტები თუ ა.შ. არის ჩვეულებრივი საქმიანი, ტურისტული პროცესი. განსაკუთრებული არაფერი ხდება. კონკრეტული სტატისტიკა სწორედ ამაზე მიუთითებს. არის ჩვეულებრივი კვეთა - ერთი მხრიდანაც, მეორე მხრიდანაც. რა თქმა უნდა, სასაზღვრო უწყებები სრული პასუხისმგებლობითა და სერიოზულობით ეკიდებიან საზღვარზე შემოსულ თითოეულ პიროვნებას. ვაი პოლიტიკოსებმა დაისაქმონ საკუთარი თავი, მით უმეტეს საკუთარ ბელადებს შეხედონ, რას აკეთებდნენ 2008 წლიდან რამდენიმე დღეში, როდესაც ფიანდაზებს უგებდნენ რუსებს და ასე უძღვებოდნენ საქართველოში, მაგრამ ახლა საზოგადოებაც ხედავს, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება.2008 წლის ომი არ იყო მათი ომი? ბიჭების დაღვრილი სისხლი არ იყო მნიშვნელოვანი მათთვის? თუ მაინცდამაინც უკრაინაში უნდა შევარდნილიყო რუსეთი, რომ როგორც იქნა მათთან რაღაც პატრიოტული განწყობები გაღვივებულიყო? ეს არის ჩვეულებრივი ხელოვნური, ყალბი, დაკვეთილი პოლიტიკური აქტივობა, რომლის მიზანიც არის, რომ საერთო ანტირუსული, პროუკრაინულ ტალღას მოერგონ. ეს არის პოლიტიკურ მოდას აყოლილი პოლიტიკოსების აქტივობა“, - აცხადებს მახაშვილი.