სიახლე, რომელიც ხვალიდან ამოქმედდება
1782506136
რა რეაგირება აქვს პენიტენციურ სამსახურს ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე და აქვს თუ არა უწყებას კომუნიკაცია მსჯავრდებულის ნდობით აღჭურვილ ექიმთან? ამის გარკვევა “პრაიმტაიმმა” პენიტენციურ სამსახურში სცადა.
უწყებაში გვიპასუხეს, რომ მას შემდეგ, რაც მსჯავრდებულის მოთხოვნით შერჩეულმა ექიმმა ხოშტარია მოინახულა და მოგვიანებით მედიასთან განაცხადა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული იყო, სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი დაუკავშირდა აღნიშნულ ექიმს.
მას შესთავაზეს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორთან ერთად შეხვედრა, რათა დეტალურად განეხილათ მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა და შესაძლო სამედიცინო რეკომენდაციები.
“შეთავაზება ითვალისწინებდა დაუყოვნებლივ შეხვედრასა და რეაგირებას, თუმცა ექიმმა განაცხადა, რომ დროის უქონლობის გამო ორშაბათ საღამომდე შეხვედრას ვერ შეძლებდა”, - განუცხადეს “პრაიმტაიმს” პენიტენციურ სამსახურში.
სიახლე, რომელიც ხვალიდან ამოქმედდება
1782506136