ლევან მაჭავარიანი

პოლიტიკა 1788264025

ლევან მაჭავარიანი: ჩვენი პრაგმატული, ფრთხილი, მოზომილი, მოქნილი და დაბალანსებული პოლიტიკა არის უალტერნატივო

რუსეთთან მიმართებაში ძალიან ფრთხილ და პრაგმატულ პოლიტიკას ჩვენ ერთადერთი მიზეზის გამო ვატარებთ - დასაბრუნებელი გვაქვს დროებით ოკუპირებული ტერიტორიები და არცერთ ისეთ ნაბიჯს არ გადავდგამთ, რამაც შეიძლება ამის ალბათობა შეამციროს. პირიქით, ყოველთვის ისეთ ნაბიჯს გადავდგამთ, რომ ეს რეალური იყოს და დავიბრუნოთ ცხინვალი და აფხაზეთი, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.მისი განცხადებით, „ღალატის ქრონიკა“ ქვეყნის წინა ხელისუფლებას მხოლოდ ომის დროს არ დაუწყია.„ეს დაიწყო 2006 წელს, როდესაც, ეგრეთ წოდებული, პარალელური არჩევნები ჩაატარეს და სეპარატისტებს არჩევნების ლეგიტიმაცია მისცეს. ამის შემდეგ აღადგინეს, ეგრეთ წოდებული, სამხრეთ ოსეთის ოლქი, აღუდგინეს ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დროს გაუქმებული საზღვრები და ამ საზღვრებში შეიყვანეს ახალგორი; კოდორის ხეობას ზემო აფხაზეთი დაარქვეს, რათა უმტკივნეულოდ გადაეცათ ოკუპანტისთვის; ომამდე ჯარიდან გაუშვეს ძველი სამხედროები და ღალატის მუხლი ამოიღეს კანონმდებლობიდან; არ გააფრთხილეს მშვიდობიანი მოსახლეობა; ომის დროს სამხედრო გადაწყვეტილებებს პოლიტიკოსები იღებდნენ. კიდევ ერთხელ შევახსენებ ყველას, რა ჩაიდინეს მათ ომის შემდეგ - ჩვენს სამხედროებს დააბრალეს ომის დანაშაულების ჩადენა და ომის დაწყება, ხელი მოაწერეს „ტალიავინის დასკვნას“, სადაც წერია, თითქოს ჩვენ შევუქმენით სამართლებრივი საფუძველი რუსეთს, რომ აგრესია განეხორციელებინა საქართველოში. ქვეყნის წინა ხელისუფლებამ რუსეთს გადამწყვეტი ხმა მისცა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად, სტრატეგიული ობიექტები გადაუფორმა რუსეთის სახელმწიფო მფლობელობაში არსებულ კომპანიებს. რიტორიკით ძალიან მარტივია, ვიღაცას რაღაც დააბრალო, თუმცა ამ რადიკალურ ძალებს არანაირი ფაქტი და მტკიცებულება საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ არ გააჩნიათ. შევეჩვიეთ უკვე, რომ რაღაც აღქმების თეორიის თავსმოხვევას ცდილობენ ხოლმე მოქალაქეებზე, თუმცა, საბედნიეროდ, ეს არ გამოსდით. ყველაზე კარგად ამაზე მეტყველებს არჩევნების შედეგები და ის, რომ ნდობის მანდატი კვლავ „ქართულ ოცნებას“ აქვს მინიჭებული“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრების განცხადებებს გამოეხმაურა, რომელშიც ისინი მმართველ პარტიას ადანაშაულებენ, რომ „რუსეთს ხმამაღლა არ აგინებენ“.„მივმართავ კოლეგებს „გახარიას პარტიიდან“ - თქვენც გვსაყვედურობთ ხოლმე, თუ რატომ არ ვაგინებთ ხმამაღლა რუსეთს. თუ გწამს, რომ დროებით ოკუპირებული ტერიტორიები შეგიძლია დაიბრუნო, ამ შემთხვევაში, არ უნდა გადადგა ისეთი ნაბიჯი, რომელიც ამის შანსს შეამცირებს. თუ შენ იცი, რომ რუსეთი აგრესორია და მას მხოლოდ საბაბი სჭირდება, რომ კიდევ ერთი სამხედრო აგრესია განახორციელოს, ეს საბაბი რატომ უნდა მისცე? ამას ხომ უგუნური პოლიტიკა ჰქვია, რასაც ზოგადად აგენტურა, „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“, მათ შორის, თქვენ გვთავაზობთ? ჩვენ ასეთი მეზობელი გვყავს, გვაქვს ასეთი რეალობა და მოცემულობა. ვალდებულები ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ჩვენი დროებით ოკუპირებული ტერიტორიები დავიბრუნოთ. ჩვენ არ გვაქვს უფლება, ემოციებს ავყვეთ და ისეთი განცხადებები ვაკეთოთ, რაც ამის ალბათობას შეამცირებს. არ გვაქვს უფლება, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის რისკები გავზარდოთ. შესაბამისად, ჩვენი პრაგმატული, ფრთხილი, მოზომილი, მოქნილი და დაბალანსებული პოლიტიკა არის უალტერნატივო. ქართველი ხალხი ყველაზე კარგად ხვდება ამას“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ირაკლი ფავლენიშვილი

პოლიტიკა 1788262636

არ ვებრძვით ტურიზმსა და ტურისტებს რუსეთიდან, არამედ არ გვინდა, საქართველოს მოქალაქეების ჩანაცვლება, ქართული ბიზნესების ჩანაცვლება - ირაკლი ფავლენიშვილი

"ოპოზიციის რუსოფობიური გეგმა და ქვეყნის ინტერესების დაზიანების მორიგი მცდელობა", - მმართველი გუნდი ოპოზიციის კიდევ ერთ დეზინფორმაციულ კამპანიაზე საუბრობს."ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა, მათი თქმით რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო ნაკადზე განცხადება ლარსის შემდეგ, ამჯერად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გააკეთეს.პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" დროებითი მმართველობის საბჭოს თავმჯდომარის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, ისინი არ ებრძვიან ტურისტებს რუსეთიდან, თუმცა არ სურთ საქართველოში ქართველების რუსი მოქალაქეებით ჩანაცვლება."უკონტროლოდ მასობრივად შემოდიან ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლები. ამ ხალხის დიდი ნაწილი არ არის ტურისტი. ჩვენ არ ვებრძვით ტურიზმსა და ტურისტებს რუსეთიდან, არამედ არ გვინდა, საქართველოს მოქალაქეების ჩანაცვლება, ქართული ბიზნესების ჩანაცვლება", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.საპასუხოდ, უმრავლესობა ოპონენტებს ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს და ახსენებს, როგორ ხვდებოდა მათი ლიდერი 2008 წლის ომის მერე ლარსზე რუს ტურისტებს და როგორ ასხვისებდნენ სტრატეგიულ ობიექტებს რუსულ კომპანიებზე.მმართველ გუნდში ოფიციალურ სტატისტიკასაც უსვამენ ხაზს, რომლის მიხედვითაც, ლარსის გავლით ქვეყნიდან უფრო მეტი ადამიანი გადის, ვიდრე შემოდის.

ლევან მაჭავარიანი

პოლიტიკა 1788260906

ლევან მაჭავარიანი: ჩვენი პრაგმატული, ფრთხილი, მოზომილი, მოქნილი და დაბალანსებული პოლიტიკა არის უალტერნატივო

რუსეთთან მიმართებაში ძალიან ფრთხილ და პრაგმატულ პოლიტიკას ჩვენ ერთადერთი მიზეზის გამო ვატარებთ - დასაბრუნებელი გვაქვს დროებით ოკუპირებული ტერიტორიები და არცერთ ისეთ ნაბიჯს არ გადავდგამთ, რამაც შეიძლება ამის ალბათობა შეამციროს. პირიქით, ყოველთვის ისეთ ნაბიჯს გადავდგამთ, რომ ეს რეალური იყოს და დავიბრუნოთ ცხინვალი და აფხაზეთი, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.მისი განცხადებით, „ღალატის ქრონიკა“ ქვეყნის წინა ხელისუფლებას მხოლოდ ომის დროს არ დაუწყია.„ეს დაიწყო 2006 წელს, როდესაც, ეგრეთ წოდებული, პარალელური არჩევნები ჩაატარეს და სეპარატისტებს არჩევნების ლეგიტიმაცია მისცეს. ამის შემდეგ აღადგინეს, ეგრეთ წოდებული, სამხრეთ ოსეთის ოლქი, აღუდგინეს ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დროს გაუქმებული საზღვრები და ამ საზღვრებში შეიყვანეს ახალგორი; კოდორის ხეობას ზემო აფხაზეთი დაარქვეს, რათა უმტკივნეულოდ გადაეცათ ოკუპანტისთვის; ომამდე ჯარიდან გაუშვეს ძველი სამხედროები და ღალატის მუხლი ამოიღეს კანონმდებლობიდან; არ გააფრთხილეს მშვიდობიანი მოსახლეობა; ომის დროს სამხედრო გადაწყვეტილებებს პოლიტიკოსები იღებდნენ. კიდევ ერთხელ შევახსენებ ყველას, რა ჩაიდინეს მათ ომის შემდეგ - ჩვენს სამხედროებს დააბრალეს ომის დანაშაულების ჩადენა და ომის დაწყება, ხელი მოაწერეს „ტალიავინის დასკვნას“, სადაც წერია, თითქოს ჩვენ შევუქმენით სამართლებრივი საფუძველი რუსეთს, რომ აგრესია განეხორციელებინა საქართველოში. ქვეყნის წინა ხელისუფლებამ რუსეთს გადამწყვეტი ხმა მისცა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად, სტრატეგიული ობიექტები გადაუფორმა რუსეთის სახელმწიფო მფლობელობაში არსებულ კომპანიებს. რიტორიკით ძალიან მარტივია, ვიღაცას რაღაც დააბრალო, თუმცა ამ რადიკალურ ძალებს არანაირი ფაქტი და მტკიცებულება საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ არ გააჩნიათ. შევეჩვიეთ უკვე, რომ რაღაც აღქმების თეორიის თავსმოხვევას ცდილობენ ხოლმე მოქალაქეებზე, თუმცა, საბედნიეროდ, ეს არ გამოსდით. ყველაზე კარგად ამაზე მეტყველებს არჩევნების შედეგები და ის, რომ ნდობის მანდატი კვლავ „ქართულ ოცნებას“ აქვს მინიჭებული“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრების განცხადებებს გამოეხმაურა, რომელშიც ისინი მმართველ პარტიას ადანაშაულებენ, რომ „რუსეთს ხმამაღლა არ აგინებენ“.„მივმართავ კოლეგებს „გახარიას პარტიიდან“ - თქვენც გვსაყვედურობთ ხოლმე, თუ რატომ არ ვაგინებთ ხმამაღლა რუსეთს. თუ გწამს, რომ დროებით ოკუპირებული ტერიტორიები შეგიძლია დაიბრუნო, ამ შემთხვევაში, არ უნდა გადადგა ისეთი ნაბიჯი, რომელიც ამის შანსს შეამცირებს. თუ შენ იცი, რომ რუსეთი აგრესორია და მას მხოლოდ საბაბი სჭირდება, რომ კიდევ ერთი სამხედრო აგრესია განახორციელოს, ეს საბაბი რატომ უნდა მისცე? ამას ხომ უგუნური პოლიტიკა ჰქვია, რასაც ზოგადად აგენტურა, „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“, მათ შორის, თქვენ გვთავაზობთ? ჩვენ ასეთი მეზობელი გვყავს, გვაქვს ასეთი რეალობა და მოცემულობა. ვალდებულები ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ჩვენი დროებით ოკუპირებული ტერიტორიები დავიბრუნოთ. ჩვენ არ გვაქვს უფლება, ემოციებს ავყვეთ და ისეთი განცხადებები ვაკეთოთ, რაც ამის ალბათობას შეამცირებს. არ გვაქვს უფლება, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის რისკები გავზარდოთ. შესაბამისად, ჩვენი პრაგმატული, ფრთხილი, მოზომილი, მოქნილი და დაბალანსებული პოლიტიკა არის უალტერნატივო. ქართველი ხალხი ყველაზე კარგად ხვდება ამას“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ლევან მახაშვილი

პოლიტიკა 1787763660

მახაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ვიდეოზე: დღეს არის რუსეთზე პოლიტიკური შტურმის საერთაშორისო დაკვეთა და ზუსტად ამ პოლიტიკურ ტალღაზე არიან, მიუხედავად იმისა, რომ ეს საქართველოს ინტერესებისთვის საწინააღმდეგოა

დღეს არის რუსეთზე პოლიტიკური შტურმის საერთაშორისო დაკვეთა და ზუსტად ამ პოლიტიკურ ტალღაზე არიან, მიუხედავად იმისა, რომ ეს საქართველოს ინტერესებისთვის საწინააღმდეგოა, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.დეპუტატი სააკაშვილისა და მისი პარტიის წევრების რიტორიკას გარედან მიღებულ დავალებას უკავშირებს.„რასაც გარედან დაუკვეთავენ, ამას აკეთებენ. თავიდან იყო საერთაშორისო დაკვეთა რომ რუსეთი არ უნდა გაეღიზიანებინათ და პირიქით, მაქსიმალურად უნდა გადაეფარებინათ კალთა, დღეს კი არის რუსეთზე პოლიტიკური შტურმის საერთაშორისო დაკვეთა და ზუსტად ამ პოლიტიკურ ტალღაზე არიან, მიუხედავად იმისა, რომ ეს საქართველოს ინტერესებისთვის საწინააღმდეგოა“ - აღნიშნა მახაშვილმა.„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა „ლარსის“ სასაზღვრო პუნქტიდან ვიდეო გაავრცელეს, სადაც აცხადებენ, რომ „სწორედ აქედან შემოდის უკონტროლოდ ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის მოქალაქეთა უდიდესი ნაწილი. ისინი მოდიან ჩვენს ქვეყანაში და იღებენ მოქალაქეობას ძალიან მარტივად“.შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, „ვრცელდება მანიპულაციური და დეზინფორმაციული ინფორმაცია იმის შეახებ, რომ ბოლო პერიოდში გაზრდილია საქართველო-რუსეთის სახმელეთო საზღვარზე მგზავრთა შემოდინების მაჩვენებელი. ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და მიზნად ისახავს საზოგადოებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებას.“ამასთან, სტატისტიკური მონაცემებით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში - 17-დან 24 აგვისტომდე პერიოდში, სასაზღვრო გამშვები პუნქტის „ლარსის“ გავლით, საქართველოში შემოვიდა სხვადასხვა ქვეყნის 52 953 მოქალაქე და ქვეყნიდან გავიდა 61 691.

არჩილ გორდულაძე

პოლიტიკა 1787741356

არჩილ გორდულაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ვიდეოზე: მათი მიზანია, რომ წააქეზონ რუსოფობია, შექმნან დაპირისპირება საქართველოში მაშინ, როდესაც მათივე ლიდერი ზუსტად 16 წლის წინ თვითონ იდგა ლარსზე, არიგებდა ფლაერებს და რუს ტურისტებს საქართველოში შემოუძღოდა

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უფრო მეტი რუსი ეროვნების ადამიანი გავიდა საქართველოდან, ვიდრე შემოვიდა, ეს ერთი ტყუილი, რაც გაავრცელეს და მეორე, თითქოს, მათ [საქართველოს] მოქალაქეობა ენიჭებათ რაიმე განსხვავებული და განსაკუთრებული წესით, რაც მტკნარი სიცრუეა, - განუცხადა ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ლარსის სასაზღვრო პუნქტიდან გავრცელებულ ვიდეოზე საუბრისას.მისივე თქმით, კანონით გათვალისწინებულია მოქალაქეობის მინიჭების წესი, რომელიც ყველასთვის საერთოა.„მათი მიზანია, რომ წააქეზონ რუსოფობია, შექმნან დაპირისპირება საქართველოში მაშინ, როდესაც მათივე ლიდერი ზუსტად 16 წლის წინ თვითონ იდგა ლარსზე, არიგებდა ფლაერებს და რუს ტურისტებს საქართველოში შემოუძღოდა. როგორც 2010 წელს იყო რუსეთი ოკუპანტი და როდესაც მიხეილ სააკაშვილი ცვლიდა უვიზო მიმოსვლას, როგორც ეთანხმებოდა რუსეთის ფედერაციის გაწევრებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, რადგან ასეთი იყო გარე მითითება, ახლა გარე მითითება შეიცვალა და მათ უნდა იბრძოლონ ყველაფრის წინააღმდეგ, რომელიც მათ დაჯგუფებას არ აწყობს და ყველაფერს უნდა დაუძახონ რუსული და ისევ შუღლი ჩამოაგდონ საზოგადოებაში“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა „ლარსის“ სასაზღვრო პუნქტიდან ვიდეო გაავრცელეს, სადაც აცხადებენ: „სწორედ აქედან შემოდის უკონტროლოდ უკონტროლოდ ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის მოქალაქეთა უდიდესი ნაწილი. ისინი მოდიან ჩვენს ქვეყანაში და იღებენ მოქალაქეობას ძალიან მარტივად“.შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, „ვრცელდება მანიპულაციური და დეზინფორმაციული ინფორმაცია იმის შეახებ, რომ ბოლო პერიოდში გაზრდილია საქართველო-რუსეთის სახმელეთო საზღვარზე მგზავრთა შემოდინების მაჩვენებელი. ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და მიზნად ისახავს საზოგადოებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებას.“ამასთან, სტატისტიკური მონაცემებით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში - 17-დან 24 აგვისტომდე პერიოდში, სასაზღვრო გამშვები პუნქტის „ლარსის“ გავლით საქართველოში შემოვიდა სხვადასხვა ქვეყნის 52 953 მოქალაქე და ქვეყნიდან გავიდა 61 691.

გურამ ნიკოლაშვილი

პოლიტიკა 1787737931

გურამ ნიკოლაშვილი ლაშა ბუღაძეზე: ქართველ მწერალთაგან განსაკუთრებით მოშურნემ ბუღი დააყენა და შემოგვთავაზა წიგნი-აქტივიზმი, წიგნი უცილობლად საკითხავი და მის მარკეტინგულ ფრომოუშენსაც მიჰყო ხელი - ხან ციხეს გააგზავნა ნუგეშად, ხან ყდის შებღალვაზე აბღავლდა

ოპოზიციური აქტივიზმის (ბაბლი, აკაცუკები, მარშისტები) ერთ-ერთი საყრდენი კონცეფციაა, რომ ადამიანის პროფესიას ფასი არ აქვს, თუ ის განმსჭვალული არ არის „მოქალაქეობრივი თვითშეგნებით და საკუთარ საქონელსა და მომსახურებაში მჭიდროდ არ ჩართავს „ღირებულებებისა და ფასეულობისთვის ბრძოლას“, - წერს თბილისის საკრებულოს წევრი, გურამ ნიკოლაშვილი, სოციალურ ქსელში.მისი თქმით, ქართველ მწერალთაგან განსაკუთრებით მოშურნემ, ლაშა ბუღაძემ, „ბუღი დააყენა“ და შემოგვთავაზა წიგნი-აქტივიზმი, რომლის მარკეტინგულ ფრომოუშენსაც მიჰყო ხელი და ხან ციხეში გააგზავნა, ხან „ყდის შებღალვაზე აბღავლდა“.„მაგალითად - შეგიკვეთეს ყავა. თუ ჩაფურთხებას ვერ ახერხებ, ის მაინც უნდა შეძლო რომ ფულის გამორთმევის მომენტში კლიენტს შეახსენო ვინაა ამ ქვეყანაში ოკუპანტი, სად გაჟონა და ა.შ. მენიუ გრძელია. ეს რომ ყავის გამყიდველს მოეთხოვება, წარმოგიდგენიათ რამდენი მოეთხოვება მწერალს - ადამიანთა სულის მგზნებარე ინჟინერს?ქართველ მწერალთაგან განსაკუთრებით მოშურნემაც ბუღი დააყენა და შემოგვთავაზა წიგნი-აქტივიზმი, წიგნი-ჯორჯორველი, წიგნი უცილობლად საკითხავი და მის მარკეტინგულ ფრომოუშენსაც მიჰყო ხელი - ხან ციხეს გააგზავნა ნუგეშად, ხან ყდის შებღალვაზე აბღავლდა.ვისარგებლოთ უახლესი ტექნოლოგიური მიღწევით, ანუ ხელოვნური ინტელექტით იმისათვის, რომ ჩვენი ცხოვრების ძვირფასი წუთები არ დავხარჯოთ მაკულატურის კითხვასა და მსჯელობა-ჭინთვაში.ლაშა ბუღაძის „დამკვირვებელი“ პოლიტიკური დისტოპიაა - თანამედროვე საქართველოს შესაძლო, უკიდურესად გამუქებული მომავლის სურათი.რომანის მოქმედება დაახლოებით 24 წლის შემდეგ ვითარდება. საქართველო, როგორც სახელმწიფო, ფაქტობრივად აღარ არსებობს: ის დაყოფილია სხვადასხვა ზონად, თბილისი გვირაბების ქალაქადაა ქცეული, მოსახლეობის დიდი ნაწილი ემიგრაციაშია, დარჩენილი საზოგადოება კი დესპოტური მმართველობის, იზოლაციისა და ხანგრძლივი პროპაგანდის შედეგად მთლიანად გარდაქმნილია.ქვეყანას თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში მართავდა ავტორიტარული ფიგურა, რომელსაც ტექსტში „ბაბას“ უწოდებენ. მოგვიანებით იგი თითქოს „ზეცად ამაღლდა“, მაგრამ მის გარშემო შექმნილი კულტი კვლავ მოქმედებს. რეჟიმი არჩევნებს აუქმებს, რადგან პოლიტიკური მეტოქეობა მავნე და სახიფათო მოვლენადაა გამოცხადებული.მთავარი გმირი ემიგრაციიდან 24 წლის შემდეგ ბრუნდება. იგი საქართველოში საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსით ჩამოდის, რადგან რეჟიმი უცნაურ რეფერენდუმს - „არჩევნების არჩევნებს“ - ნიშნავს. ხალხმა უნდა უპასუხოს არა იმას, ვინ უნდა მართოს ქვეყანა, არამედ საერთოდ სურს თუ არა, მომავალში არჩევნები ტარდებოდეს.დამკვირვებლებად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაფანტულ ქართველებს იწვევენ. დაბრუნებულთათვის ძველი სამშობლო თითქმის ამოუცნობია:* საქართველო „ქვეყნის ნარჩენად“ არის ქცეული;* ემიგრანტები და დარჩენილი მოსახლეობა ერთმანეთს თანამემამულეებად ვეღარ აღიქვამენ;* ენაც კი შეცვლილია და განსხვავებულად ჟღერს;* საზოგადოებაში წაშლილია წარმოდგენა პოლიტიკურ არჩევანზე;* ბელადის კულტი რელიგიის მსგავს სისტემადაა ჩამოყალიბებული;* ადამიანები იმდენად შეეგუვნენ უცვლელობას, რომ თავისუფლებას საფრთხედ აღიქვამენ.ფინალში ოფიციალურად ცხადდება, რომ მოსახლეობის 98 პროცენტმა არჩევნების ჩატარებას უარი უთხრა. ერთ-ერთ უბანზე რეალურად მხოლოდ რამდენიმე ადამიანი მიდის, მაგრამ ოქმში 84 ხმა ჩნდება და ყველა ხმა „არაა“. ამით ავტორი აჩვენებს, რომ რეფერენდუმი თავიდანვე თეატრალური წარმოდგენაა: ხალხს ფორმალურად ეკითხებიან არჩევანის შესახებ, სინამდვილეში კი შედეგი წინასწარ არის დაწერილი.რომანის მთავარი თემა მხოლოდ გაყალბებული არჩევნები არ არის. უფრო ღრმა კითხვაა: რა ემართება საზოგადოებას, როდესაც ავტორიტარული რეჟიმი იმდენ ხანს გრძელდება, რომ ადამიანებს თავისუფლების სურვილიც ეკარგებათ? დესპოტს უკვე აღარ სჭირდება მხოლოდ ძალადობა - რეჟიმის მთავარი საყრდენი ხდება შეგუება, მეხსიერების დაკარგვა და საზოგადოების მიერ საკუთარი უუფლებობის ნებაყოფლობითი მიღება.სათაური „დამკვირვებელიც“ ირონიულია. მთავარი გმირი თითქოს არჩევნებს აკვირდება, მაგრამ რეალურად აკვირდება საკუთარი ქვეყნის გაქრობას და ამავე დროს აღმოაჩენს დამკვირვებლის უძლურებას: იგი ხედავს ყველაფერს, თუმცა პროცესის შეცვლა აღარ შეუძლია.მართალია, მოქმედება მომავალშია გადატანილი, მაგრამ წიგნი აშკარად ეხმაურება 2024 წლის შემდგომ ქართულ პოლიტიკურ რეალობას - ავტორის მიხედვით ემიგრაციის „მესამე ტალღის“ ათვლა სწორედ 2024 წლიდან იწყება. ამიტომ ეს არა უბრალოდ ფანტასტიკური მომავალი, არამედ დღევანდელი პოლიტიკური შიშების სატირული და შავბნელი პროექციაა. გამომცემლობაც მას „შავბნელ სარკედ“ აღწერს და არა ჩვეულებრივ დისტოპიად“, - წერს ნიკოლაშვილი.

ნიკოლოზ მეტრეველი

პოლიტიკა 1786966882

ნიკოლოზ მეტრეველი ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებაზე: აფხაზეთი „ტვირთი“ არ არის. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა „მძიმე წარსული“ არ არის და ქართველი ხალხის საერთო ტრაგედია ვერ გახდება პოლიტიკური ვაჭრობის საგანი

ჯერ ოკუპაციას ხსნიან „რთული ისტორიული რეალობით“, მერე ცდილობენ შეგვაჩვიონ აზრს, რომ საკუთარ მიწაზე უარის თქმა თურმე „პრაგმატიზმია“. ოპოზიციაში, კაპიტულაციას რაც არ უნდა ლამაზი სიტყვები დაარქვათ, კაპიტულაციად დარჩება- წერს ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ აფხაზეთზე გაკეთებული განცხადებების შესახებ. მისი თქმით, ტრავმის გააზრება არ ნიშნავს ქვეყნის დაშლასთან შეგუებას და წარსულზე საუბარი არ ნიშნავს მომავლის ჩაბარებას. აფხაზეთზე ოპოზიციის ახალი გრანდ-ნარატივი უკვე იმდენად გამჭვირვალეა, რომ მის უკან დამალვა აღარ გამოდის: ჯერ ოკუპაციას ხსნიან „რთული ისტორიული რეალობით“, მერე ცდილობენ შეგვაჩვიონ აზრს, რომ საკუთარ მიწაზე უარის თქმა თურმე „პრაგმატიზმია“.ოპოზიციაში, კაპიტულაციას რაც არ უნდა ლამაზი სიტყვები დაარქვათ, კაპიტულაციად დარჩება. ტრავმის გააზრება არ ნიშნავს ქვეყნის დაშლასთან შეგუებას. წარსულზე საუბარი არ ნიშნავს მომავლის ჩაბარებას. შერიგება არ ნიშნავს საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის იდეის ხელის აღებით დაწყებას.ყველაზე ცინიკური კი ის არის, რომ ოკუპანტის პასუხისმგებლობის ნაცვლად სულ უფრო ხშირად საქართველოს პასუხისმგებლობაზე გვესაუბრებიან. თითქოს პრობლემა ის არის, რომ საქართველო საკუთარ ტერიტორიაზე დაბრუნებას ითხოვს. აფხაზეთი „ტვირთი“ არ არის. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა „მძიმე წარსული“ არ არის. და ქართველი ხალხის საერთო ტრაგედია ვერ გახდება პოლიტიკური ვაჭრობის საგანი.“- წერს ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში.

ლადო სადღობელაშვილი

პოლიტიკა 1786958663

ლადო სადღობელაშვილი: აფხაზეთი არ არის პოლიტიკური ვაჭრობის საგანი ან "ისტორიული ტვირთი". ტერიტორიული მთლიანობა და 1990-იანი წლების ისტორიული მეხსიერება არის წითელი ხაზი, რომლის გადახედვასაც ქართველი ხალხი არც შინაურ და არც გარეშე აქტორებს არ აპატიებს

ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში აფხაზეთის თემასთან დაკავშირებით ახალი, ტრანსფორმირებული ნარატივი იკვეთება, რაც საზოგადოებისთვის ე.წ. „პრაგმატული შეგუების“ იდეოლოგიის თავს მოხვევას გულისხმობს.მისი განცხადებით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა სახელმწიფოებრივი დისკურსის უპირობო წითელი ხაზი იყო, თუმცა დღეს გარკვეული ჯგუფები ამ პოზიციის გადახედვას ცდილობენ. სადღობელლაშვილი რამდენიმე ძირითად საფრთხეს გამოყოფს."ბოლო პერიოდში ქართულ პოლიტიკურ ველზე აფხაზეთის თემასთან დაკავშირებით მკვეთრად იკვეთება ახალი, ტრანსფორმირებული ნარატივი. თუკი აქამდე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა სახელმწიფოებრივი დისკურსის უპირობო წითელი ხაზი იყო, დღეს გარკვეული ჯგუფების მხრიდან შეიმჩნევა მცდელობა, საზოგადოებას თავს მოეხვას ე.წ. "პრაგმატული შეგუების" იდეოლოგია.- საშიში ტენდენციები:1) სომხური სცენარის ბრმა კოპირება. იქნება ეს პასპორტის შტამპიდან არარატის სიმბოლიკის წაშლა თუ ყარაბაღზე უარის თქმა „მეზობლებთან ურთიერთობის დარეგულირების“ საბაბით -საქართველოსთვის პირდაპირ საფრთხეს შეიცავს. ყარაბაღის მოდელის ქართულ რეალობაზე მორგება ნიშნავს იმის აღიარებას, რომ ტერიტორიების დათმობა მშვიდობის ერთადერთი ფასია. ამას გვთავაზობს გვარამია!2) ასევე გვარამიას ნარატივია: „რეალიზმის“ ნიღაბქვეშ შეპარული კაპიტულაციური დისკურსი„წარსულისთვის თვალის გასწორების“, „ტრავმულ მეხსიერებაზე ღია დისკუსიისა“ და „მტკივნეულ სიმართლეზე ლაპარაკის“ ლოზუნგებით ხდება საზოგადოებრივი აზრის მომზადება. ამ ტაქტიკის მთავარი მიზანია, ქართველ ხალხს აფხაზეთი არა ეროვნულ ამოცანად, არამედ „მძიმე ტვირთად“ და მოუგვარებელ პრობლემად წარმოუდგინონ, რომლისგან გათავისუფლებაც ვითომდა ქვეყნის განვითარების წინაპირობაა.3) საკუთარი სახელმწიფოს დაკნინება და ოკუპაციის რაციონალიზაციასალომე სამადაშვილისა და სხვა ფიგურანტების განცხადებები, თითქოს საქართველოს აფხაზეთისთვის „არაფერი აქვს შესათავაზებელი“, ხოლო ქართული კანონმდებლობა და გარემო „უფრო რეპრესიულია, ვიდრე რუსეთისა და აფხაზეთის“, წარმოადგენს საკუთარი სახელმწიფოს პირდაპირ დისკრედიტაციას. ეკონომიკური და სამართლებრივი რეალობის ასეთი დამახინჯება ემსახურება ოკუპანტის პოზიციების გაძლიერებას და აფხაზურ საზოგადოებაში საქართველოს მიმართ შიშებისა და უნდობლობის ხელოვნურად კვებას.4. ეროვნული ტრავმის გაუფასურების მცდელობა1990-იანი წლების კონფლიქტი და აფხაზეთის დაკარგვა მხოლოდ ტერიტორიული დანაკარგი არ არის, ეს არის ეროვნული ტრაგედია, ასეულობით ათასი დევნილის ტკივილი და სახელმწიფოებრივი ღირსების საკითხი, რომელიც მთელ ერს აერთიანებს. ამ მეხსიერების „მოდერნიზებული“ გადაფასების მცდელობა ეროვნული კონსენსუსის რღვევისკენ გადადგმული ნაბიჯია.ქართული სახელმწიფოსა და საზოგადოებისთვის აფხაზეთი არ არის პოლიტიკური ვაჭრობის საგანი ან „ისტორიული ტვირთი“. ნებისმიერი მცდელობა, ფაშინიანის კაპიტულანტური მოდელი შეფუთული იქნას „პროგრესულ პოლიტიკად“, ეჯახება უმთავრეს რეალობას: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და 1990-იანი წლების ისტორიული მეხსიერება არის წითელი ხაზი, რომლის გადახედვასაც ქართველი ხალხი არც შინაურ და არც გარეშე აქტორებს არ აპატიებს." - წერს სადღობელაშვილი.

სადღობელაშვილი

პოლიტიკა 1786886598

ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი კრიზისის დროს საწვავის მიწოდების გარშემო ატეხილმა ისტერიკამ კიდევ ერთხელ გააშიშვლა რადიკალური, ანგაჟირებული და ანტიეროვნული ოპოზიციის სახე - რა არის ეს თუ არა შერიგების პროცესის საბოტაჟი?! - ლადო სადღობელაშვილი

ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი კრიზისის დროს საწვავის მიწოდების გარშემო ატეხილმა ისტერიკამ კიდევ ერთხელ გააშიშვლა რადიკალური, ანგაჟირებული და ანტიეროვნული ოპოზიციის სახე, - წერს ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი, სოციალურ ქსელში.სადღობელაშვილის თქმით, ოპოზიციის მხრიდან მსგავსი ქმედებები სიახლეს არ წარმოადგენს, რამდენადაც აღნიშნულ მავნებლურ ქმედებას საფუძველი წლების წინ ჩაეყარა, რასთან დაკავშირებითაც ის ვრცლად საუბრობს საკუთარ პოსტში.მისივე შეფასებით, ქართული ოპოზიციის გადადგმული ნაბიჯები სხვა არაფერია თუ არა “შერიგების პროცესის საბოტაჟი.”„- ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი კრიზისის დროს საწვავის მიწოდების გარშემო ატეხილმა ისტერიკამ კიდევ ერთხელ გააშიშვლა რადიკალური, ანგაჟირებული და ანტიეროვნული ოპოზიციის სახე.- როდესაც საუბარია ჩვენს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებთან ნდობის აღდგენაზე, ჰუმანიტარულ თუ ეკონომიკურ ხიდებზე, ოპოზიციური აგენტურა და მათი აქტივისტები მხოლოდ სიძულვილსა და ბზარის გაღრმავებას თესავენ.- ეს ტენდენცია ახალი არ არის… ამ მავნებლურ მიდგომას საფუძველი ჯერ კიდევ წლების წინ ჩაეყარა. გახსოვთ ალბათ, როგორ აჟღერებდა თინა ხიდაშელი იდეას, რომ NATO-ში შესვლა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე მე-5 მუხლის გავრცელების გარეშე „ერთადერთი პრაგმატული გზაა”, იგი ამბობდა ვციტირებ “… აფხაზეთით თუ აფხაზეთის გარეშე – ეს ჩემთვის ყველაზე მცირე პრობლემაა“. ანუ პირდაპირ გვთავაზობდნენ აფხაზეთზე დროებით თუ სამუდამოდ უარის თქმას და ტერიტორიების გარეშე „დასავლურ გაერთიანებებში“ სვლას. საბედნიეროდ მე იმ დროს ამ ანტიეროვნული “იდეის” მხარდამჭერი ქართველი არ მინახავს, თუმცა ახლა 12 წლის თავზე ასეთებიც გამოჩნდნენ! ნაცვლად იმისა, რომ მხარი დაუჭირონ ენგურს მიღმა მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების დახმარებას , იქნება ეს ელექტროენერგია, უფასო ჯანდაცვის პროგრამები თუ კრიზისის დროს საწვავის მიწოდება, ოპოზიციური აქტივისტები ისტერიკას აწყობენ. სოციალურ ქსელებში პირდაპირ გვესმის რადიკალებისგან მოწოდებები, თითქოს უკრაინულმა დრონებმა საწვავმზიდები უნდა დაბომბონ და ნებისმიერი ჰუმანიტარული თუ ბიზნესნაბიჯი „ოკუპანტის დახმარებად“ გამოაცხადონ.- რა არის ეს თუ არა შერიგების პროცესის საბოტაჟი?! ოპოზიციის წარმომადგენლები, მაგალითად რომან გოცირიძე, ყოველგვარ ჰუმანიტარულ და შერიგების მცდელობას „კანონდარღვევად“ და „სანქციების გვერდის ავლად“ აფასებს.- ეს ადამიანები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქართველებსა და აფხაზებს შორის ბზარი უფრო გაღრმავდეს. მათ არ აინტერესებთ ქვეყნის გამთლიანება – მათთვის მთავარია საკუთარი ვიწრო პოლიტიკური დივიდენდები და დონორების დავალებების შესრულება.- საქართველოს გამთლიანება გადის მხოლოდ და მხოლოდ ნდობის აღდგენასა და ზრუნვაზე, და არა მტრობის გაღვივებაზე!Ps ისე კარგი იქნება თუ მოვისმენდით აგონიაში მყოფი ოპოზიციისგან აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნების გზას-გეგმას! თუ რა თქმა უნდა დაბრუნების სურვილი აქვთ…”, - წერს სადღობელაშვილი.

თამარ კეკენაძე

პოლიტიკა 1786706678

საქართველოში რუსოფობია საყოფაცხოვრებო დონეზე არასდროს ყოფილა - თამარ კეკენაძე

რუსოფობიის გაღვივების მცდელობა და ჰიბრიდული ომის ახალი ტალღა - მმართველი გუნდი აცხადებს, რომ გლობალური ძალები ცდილობენ, რუსეთის მეზობელ ქვეყნებში ანტირუსული მუხტი არასდროს შენელდეს, საქართველო კი მუდმივი ეკონომიკური და სამხედრო საფრთხის წინაშე იყოს.საპირისპიროს ამტკიცებენ ოპოზიციაში. პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის, თამარ კეკენაძის თქმით, საქართველოში რუსოფობია საყოფაცხოვრებო დონეზე არასდროს ყოფილა."საქართველოში რუსოფობია საყოფაცხოვრებო დონეზე არასდროს ყოფილა. 2008 წლის შემდეგ, რაც საქართველოს ტერიტორიები ოფიციალურად გახდა ოკუპირებული, რუსეთის არის ოკუპანტი. როგორც სახელმწიფოს, კრემლის, ოკუპანტის წინააღმდეგ არ შეცვლილა დამოკიდებულება", - განაცხადა თამარ კეკენაძემ.

ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა 1786538760

ირაკლი კობახიძე: რუსეთის ხელისუფლებამ აწარმოა პოლიტიკა, რომელმაც შედეგად მოიტანა ტერიტორიების ოკუპაცია, ამასთან დაკავშირებით ძალიან მკაცრი პოზიცია გვაქვს

როდესაც ადამიანები ცდილობენ, პოლიტიკა გადაიტანონ ხალხთაშორის ურთიერთობებში, ეს არის უბრალოდ შეგნებული ნაბიჯი საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ხალხზე პოლიტიკის გადატანა არის ყველაზე აბსურდული რამ, რაც შეიძლება, გააკეთო და ამას აკეთებს უცხოური აგენტურა და პარტიული აქტივი.„ჩემთვის არის ერთი განწყობა მისაღები – პირველ რიგში, უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისგან ის პოლიტიკა, რომელსაც აწარმოებს კონკრეტული ხელისუფლება და რამაც მოიტანა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია. რუსეთის ხელისუფლებამ აწარმოა პოლიტიკა, რომელმაც საბოლოო ჯამში შედეგად მოიტანა ტერიტორიების ოკუპაცია. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ძალიან მკაცრი პოზიცია და ეს პოზიცია არის კონკრეტული მკაცრი პოლიტიკური ნაბიჯებით გამოხატული. რაც შეეხება რუს ხალხს, მათ შორის რუს ტურისტს, რუსულ კულტურას და ა.შ. როდესაც ადამიანები ცდილობენ, რომ პოლიტიკა გადაიტანონ ხალხთაშორის ურთიერთობებში, ეს არის უბრალოდ შეგნებული ნაბიჯი საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. თავის დროზე, როდესაც ბრიფინგებს ვატარებდით რუსოფობიასთან დაკავშირებით, 2022 წელსაც მოგვიწია არაერთი ბრიფინგის ჩატარება, გამოდიოდნენ თქვენი წარმომადგენლები და ამბობდნენ, რომ რუსებთან მიმართებით ქსენოფობია კარგია და სწორია, რადგან ყველა რუსი ოკუპანტიაო, ამას ამბობდნენ.მახსოვს, ბავშვი როცა ვიყავი 80-იან წლებში, 40 წლის მომხდარი იყო მაშინ მსოფლიო ომი. გერმანელები ეგონათ ცუდი ხალხი, ჰიტლერი და გერმანიის ხელისუფლება კი არა, გერმანელები ეგონათ ცუდი ხალხი. როდესაც საბჭოთა კავშირი კონკრეტულ ნაბიჯებს დგამდა, მაგალითად, უნგრეთის ოკუპაცია, ჩეხოსლოვაკიის ოკუპაცია, მაშინ იქაც შეიძლება, ეგონათ საბჭოთა ხალხი ცუდი ხალხი, მათ შორის ქართველები ცუდი ხალხი. ხალხზე პოლიტიკის გადატანა არის ყველაზე აბსურდული რამ, რაც შეიძლება, გააკეთო. ამას აკეთებთ თქვენ, უცხოური აგენტურა, პარტიული აქტივი. თქვენ ცდილობთ, რომ რუს ხალხზე გადაიტანოთ ის უმძიმესი პოლიტიკური მოცემულობა, რაც ჩამოყალიბდა, მათ შორის იმ დანაშაულის გამო, რომელიც ჩაიდინა რუსეთის ფედერაციამ ოკუპაციის სახით“, – განაცხადა პრემიერმა.

მიხეილ ყაველაშვილი

პოლიტიკა 1786445558

მიხეილ ყაველაშვილი: ანწუხელიძისა და შინდისის ბიჭების გმირობის შემდეგ მაშინდელი ხელისუფლება დაუთბა რუსეთს, მაშინ არც ანწუხელიძე ახსოვდათ და არც შინდისის გმირები

ხოშტარია-ჯაფარიძე გამოდიოდნენ, რუსულ ფულს სუნი არა აქვსო და ჩვენ მივესალმებით რუსულ ინვესტიციებს და რუს ტურისტებს საქართველოშიო. დღეს ეს უტიფარი ხალხი საერთოდ გვიშლის საუბარს, პირდაპირ რუსოფობიით არიან დაკავებული, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არავის კარნახით მოქმედებას არ დაუშვებს.„„ნაციონალურმა მოძრაობისთვის“ რუსეთი ოკუპანტი არ გამხდარა. რუსეთი გახდა მათთვის პარტნიორი, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რომ საქართველოს ხმა სჭირდებოდათ, მათ მიიღეს ეს ხმა. რუსეთი გახდა მფლობელი ჩვენი სტრატეგიული ობიექტების, რომლებიც პირდაპირი წესით მიყიდეს. ხოშტარია, ჯაფარიძე გამოდიოდნენ, რუსულ ფულს სუნი არა აქვსო და ჩვენ მივესალმებით რუსულ ინვესტიციებს და რუს ტურისტებს საქართველოშიო. ორმაგ სტანდარტზე მაქვს საუბარი. ეს უტიფარი ხალხი, რომელიც დღეს საერთოდ გვიშლის საუბარს, პირდაპირ რუსოფობიით არიან დაკავებული, დაგვდევენ მიკროფონებით, რაიმე რომ წამოგვაცდევინონ, თითქოს  ჩვენ ვაღიარებთ და პარტნიორები ვართ რუსების.სწორედ ანწუხელიძის გმირობის, ამ ბიჭების გმირობის შემდეგ მაშინდელი ხელისუფლება დაუთბა რუსეთს. რატომ დაუთბა, იცით? იმიტომ, რომ დავალება იყო რუსეთთან პოლიტიკის დათბობა. მაშინ არც ანწუხელიძე ახსოვდათ და არც შინდისის გმირები. პირდაპირ ეგებებოდნენ ამ ადამიანებს ეს უსირცხვილოები. როცა დაკვეთა მიიღეს, მაშინ გახდა რუსეთი პარტნიორი. შემდეგ დაკვეთა მიიღეს, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, აუცილებელი იყო აგრესია და აქ მეორე ფრონტის გახსნა. აქ არის ერთი „მაგრამ“, დღეს საქართველოს ჰყავს ეროვნული ინტერესის მატარებელი ხელისუფლება, რომელიც არაფრის დიდებით არ დაუშვებს არავის კარნახით მოქმედებას. საქართველოს ხელისუფლება იმოქმედებს ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე და სწორედ აქ მიდის ბრძოლა“, – განაცხადა ყაველაშვილმა.ყაველაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი აგენტურის ერთ-ერთი წარმომადგენელია, რომელიც თავის ზრახვებს არ მალავს.„მიხეილ სააკაშვილს რაც შეეხება, ამ პერსონასთან დაკავშირებით საქართველოს უმრავლესობა შეთანხმებულია. მისი ყოველი განაცხადი, ქმედება კარგად არის ყველასთვის დასანახი და კითხვის ნიშნები არ არსებობს. ჩვეულებრივი აგენტურის ერთ-ერთი წარმომადგენელია, რომელიც არც მალავს თავის ზრახვებს. დაავალეს, ჩაჯდა არაჟნების და ხაჭოს კონტეინერში და ისე გამოაგზავნეს საქართველოში; დაავალეს და განახორციელეს უგუნური ქმედება მაშინ, აგვისტოს დღეებში; დაავალეს და უთხრეს, არა, რუსეთი არ შეიძლება ახლა იყოს ოკუპანტი და მტერი, ის უნდა იყოს ახლა თქვენი პარტნიორი, მიეცით საშუალება გაწევრიანდეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში“, – განაცხადა ყაველაშვილმა.როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ კულტურის სფეროს წარმომადგენლები კრემლში უმღეროდნენ რუსეთს.„გაიხსენეთ ჯიმ რიშისა და ჯინ შაჰინის სიტყვები, 2012 წელს ჩვენ ვაიძულეთ სააკაშვილი, არჩევნები წაეგო და წასულიყოო. როგორ შეიძლება, დღეს, 18 წლის შემდეგ ანწუხელიძის პლაკატებით დარბოდე და ომიდან ორი წლის თავზე ლარსზე იდექი რუსი ტურისტების დასახვედრად, რუსეთს მიყიდე სტრატეგიული ობიექტები, სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმე და ინვესტიციებს ითხოვდი. ეს ქალბატონები და ბატონები, კულტურის მუშაკები ომის შემდეგ იქ, კრემლში უმღეროდნენ რუსეთს. არ ვიცი, რა დავარქვა ამ ხალხს. უსამშობლოები, მე მგონი, ყველაზე კარგი ეპითეტია“, – აღნიშნა ყაველაშვილმა.