ელტონ ჯონი

1686053666

ელტონ ჯონი ვარაუდობს, რომ 2030 წელს შიდსს დაამარცხებენ

ელტონ ჯონის თქმით, 2030 წლისთვის შიდსის დასრულება შესაძლებელია. მისმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ ახალი ინიციატივა წამოიწყო და შიდსის მზარდი მაჩვენებლების დასაძლევად 101 მილიონი ფუნტი სტერლინგის ოდენობის თანხა გამოყო.ფონდი ხელს შეუწყობს როგორც აივ ინფექციებთან დაკავშირებით მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლებას, ასევე პრევენციას. ორგანიზაცია ასევე ერთი მილიონი ადამიანისთვის უზრუნველყოფს ტესტებზე წვდომასა და მკურნალობის სერვისებს.ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი წარმოადგენს ინფექციას, რომელიც აზიანებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას. აღნიშნული ვირუსის ყველაზე გავრცელებულ ფორმას კი შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი - შიდსი წარმოადგენს. მომღერლის აზრით, ყველა დაავადებულს უნდა ჰქონდეს წვდომა მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებაზე, ხოლო აივ ინფექციის რისკის ქვეშ მყოფ ყველა ადამიანი უნდა იცავდეს პრევენციის ყველა ზომას.

შვარცნეგერი

1686041954

ღალატი და არაოფიციალური შვილი - შვარცენეგერის აღიარება 25 წლის შემდეგ

არნოლდ შვარცენეგერი ყოფილ ცოლს-მარია შრაივერს გამოუტყდა, რომ 25 წლის ჯოსეფ ბენა მისი შვილია, ინფორმაციას The Sun ავრცელებს. ცნობილია, რომ "ნეტფლიქსი" მსახიობზე დოკუმენტურ სერიალს იღებს, სადაც შვარცენეგერი დეტალურად აღწერს, თუ როგორ უთხრა ყოფილ მეუღლეს სიმართლე.წყვილმა 1986 წელს იქორწინა,  მათი ქორწინება კი 2021 წელს დასრულდა, თუმცა ქორწინებაში ყოფნის მიუხედავად, არნოლდ შვარცენეგერს 1996 წელს მისივე მოსამსახურესთან ჰქონდა რომანი.მსახიობისა და მისი მეუღლის საუბარს მათი მრჩეველი ესწრებოდა, რომელმაც მარია შრაივერის თხოვნით შვარცენეგერს სიმართლის თქმა მოსთხოვა.შეგახსენებთ, რომ ნეტფლიქსის დოკუმენტური სერიალის "არნოლდის" პრემიერა 7 ივნისს შედგება. 

სახლი

1674930560

„დიდძალ ქონებას ბებია შვილიშვილს მემკვიდრეობით არ უტოვებდა, მან კი ამ გზით სცადა ხელში ჩაგდება“ - რატომ დაგეგმა უნივერსიტეტის რექტორის მკვლელობა შვილიშვილმა?

დღეს პო­ლი­ცი­ამ თბი­ლის­ში ოჯა­ხის წევ­რის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბის ფაქ­ტზე ერთი პირი და­ა­კა­ვა. ინ­ფორ­მა­ცი­ას ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.უწყე­ბის ცნო­ბით, 25 წლის ახალ­გაზ­რდა ბე­ბი­ის მკვლე­ლო­ბის დაკ­ვე­თის გამო და­ა­კა­ვეს."გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა ან­გა­რე­ბის მო­ტი­ვით გა­ნიზ­რა­ხა სა­კუ­თა­რი ბე­ბი­ის - 1951 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ვ.ს.-ის შეკ­ვე­თით მკვლე­ლო­ბა. მას ამ მიზ­ნით და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი მკვლე­ლის­თვის უნდა გა­და­ე­ხა­და 150 000 აშშ დო­ლა­რი. ა.ს.-მ პირს, რო­მელ­საც უნდა შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა მისი ბე­ბი­ის მკვლე­ლო­ბა, და­უ­სა­ხე­ლა მსხვერ­პლის სა­ხე­ლი ასა­კი, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი მი­სა­მარ­თი და ინ­ტერ­ნე­ტაპ­ლი­კა­ცი­ის მეშ­ვე­ო­ბით გა­უგ­ზავ­ნა ბე­ბი­ის ფო­ტო­სუ­რა­თი.ბრალ­დე­ბულ­მა და­ნა­შა­უ­ლის მომ­ზა­დე­ბის­თვის წი­ნას­წარ გა­დას­ცა გარ­კვე­უ­ლი თან­ხა, ხოლო შეკ­ვე­თის შეს­რუ­ლე­ბის შემ­დგომ დაჰ­პირ­და დარ­ჩე­ნი­ლი თან­ხის გა­დახ­დას. პო­ლი­ცი­ამ, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის, ასე­ვე, ფა­რუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­დე­გად ა.ს. და­ა­კა­ვა. ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ, ან­გა­რე­ბით, შეკ­ვე­თით გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 18-109-ე მუხ­ლის „კ“ და „ნ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით“,- ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში. და­ნა­შა­უ­ლი 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თან­ხა, რო­მე­ლიც შვი­ლიშ­ვილ­მა მდი­და­რი ბე­ბი­ის მო­საკ­ლა­ვად და­ქი­რა­ვე­ბულ ქი­ლერს გა­და­უ­ხა­და, სა­ვა­რა­უ­დოდ, ბე­ბი­ას­ვე გა­მო­არ­თვა. 70 ათა­სი ლარი 26 წლის კაც­მა ოჯა­ხის წევ­რს რამ­დე­ნი­მე დღის წინ სთხო­ვა.მი­ზე­ზი, რის გა­მოც კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის ყო­ფილ­მა თა­ნამ­შორ­მელ­მა ოჯა­ხის წევ­რი მო­საკ­ლა­ვად გა­ი­მე­ტა დი­დძა­ლი ქო­ნე­ბაა. სა­ვა­რა­უ­დოდ, გამ­ზრდე­ლი ბე­ბი­ის გა­ნე­იტ­რა­ლე­ბის შემ­დეგ, ახალ­გაზ­რდა კაცი იმ უნი­ვერ­სი­ტე­ტის მი­სა­კუთ­რე­ბას ეც­დე­ბო­და, რო­მე­ლიც 72 წლის ქა­ლის სა­კუთ­რე­ბა­შია.

ჰაერი

1674924948

თბილისში ძალიან ცუდი ჰაერია

თბილისში ძალიან ცუდი ჰაერია. ინფორმაციას სოციალურ ქსელში გვერდი ,,ჩემი ქალაქი მკლავს“ ავრცელებს.ჰაერის მონაცემები შემოწმდა შემდეგ უბნებში:დიდუბე, დიდი დიღომი, ისანი, საბურთალო (ნუცუბიძის პლატო), გლდანი, და აღმაშენებლის გამზირი , ყაზბეგის გამზირი, ვარკეთილი, წერეთლის გამზირი რომელ უბანში რა მდგომარეობაა ნახეთ ლინკზე დეტალურად

ასტროლოგია, ცეცხლი

1674924348

,,არ შეიძლება, თუნდაც საათის გვერდით იდოს წამალი ან საძინებელში სარკესთან გქონდეთ მაკრატელი...“ - ასტროლოგის რჩევა

ასტროლოგი გიორგი ლობჟანიძე ადამიანებზე ნივთების ენერგეტიკული გავლენის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ადამიანების გარკვეული ნაწილი ყურადღებას არ აქცევს ნივთების ენერგეტიკას, რაც ძალიან ცუდია.,,პირდაპირ ვიტყვი, რომ ნივთებს ჩვენს ცხოვრებაში ძალიან დიდი ზეგავლენა აქვთ, საიდანაც ადამიანები იწებებენ მოვლენებს და ააქტიურებენ შესაბამის ენერგიებს.არ შეიძლება, თუნდაც საათის გვერდით იდოს წამალი ან საძინებელში სარკესთან გქონდეთ მაკრატელი და  ა.შ.  სამწუხაროდ, ბევრი ასეთ საკითხებს არ უთმობს ყურადღებას და მერე საათივით რომ დატრიალდება ცხოვრებაშიც მსგავსი ნეგატიური მოვლენები სულაც არაა გასაკვირი. არც სხვისი საყოფაცხოვრებო ნივთების გამოყენებას ვემხრობი.იმიტომ არა, რომ არ ვკადრულობ. იმიტომ რომ არ ვიცი ვისი იყო და საერთოდ რა ენერგეტიკის ადამიანს ჰქონდა ესა თუ ის ნივთი. ხშირადაა შემთხვევები, როცა იწებებენ სხვების, არა მხოლოდ დადებით ან ნეგატიურ ენერგიას, არამედ, დაავადებებსაც კი.ამიტომაც, თუ რამეს მოირგებთ ან იქონიებთ, კარგად უნდა იცოდეთ ვისია ან ვისი იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნივთებთან ურთიერთობას დიდი სიფრთხილე სჭირდება. ამიტომ, უკვე გამოყენებული საგანი ყოველთვის მიიღეთ, თუ მისაღებია მხოლოდ კეთილშობილი და კარგად ნაცნობი ხალხისგან, სხვა შემთხვევაში, უმჯობესია თავშეკავება“, - წერა გიორგი ლობჟანიძე.

ამერიკის პოლიცია

1674920242

ჩეხეთში დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს ბრალად აშშ-ში ირანული წარმოშობის ჟურნალისტის შეკვეთილი მკვლელობის მცდელობა ედება

ჩეხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის თანამშრომლებმა, ამერიკელ და ქართველ სპეციალისტებთან ერთად, იანვრის დასაწყისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად აღმოსავლეთ ევროპაში მოქმედი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი საქართველოს მოქალაქეები დააკავეს.მათი დაკავების კადრები ჩეხეთის პოლიციამ გაავრცელა. ცნობაში არ არის ნახსენები დაკავებულთა ვინაობა. ნათქვამია, რომ ერთ-ერთი არის ე.წ. კანონიერი ქურდი, რომელიც აშშ-ის მიერ გაცემული საერთაშორისო ორდერის საფუძველზე დააკავეს აშშ-ის ტერიტორიაზე მის მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაულისთვის.არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე პოლად ომაროვია, არსებული ინფორმაციით, რომელიც მის დაცვის უფროსთან, ასევე საქართველოს მოქალაქესთან ერთად, ჩეხეთის ტერიტორიაზე ერთ-ერთ კონსპირაციულ ბინაში დააკავეს.პოლად ომაროვი არაერთი ქვეყნის, მათ შორის აშშ-ის მიერ იძებნებოდა წითელი ცირკულარით. აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ცნობით, პოლად ომაროვი, ორ თანამზრახველთან რაფატ ამიროვთან და ხალიდ მეჰდიევთან ერთად თეირანის მიერ მხარდაჭერილი არშემდგარი შეკვეთილი მკვლელობის და ფულის გათეთრებისთვის არის ბრალდებული.„მათი მსხვერპლია ბრუკლინში, ნიუ-იორკის შტატში მცხოვრები ჟურნალისტი, ავტორი და უფლებადამცველი, რომელმაც გაასაჯაროვა ირანის ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის და პოლიტიკური პროტესტის გამოხატვის, მათ შორის, მთელ ირანში მიმდინარე ანტისამთავრობო გამოსვლების ჩახშობის ფაქტები“, - განაცხადა აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა.