დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
"ლექსს მიმსგავსებული" - არქმევს ნამუშევარს გია ჯაჯანიძე და ფეისბუქ საზოგადოების სამსჯავროზე გამოაქვს;
როცა გგონია ბევრი რამ იცი,
როცა გგონია სხვაზე მაღლა ხარ,
ამპარტავნების სიო გაბრუებს,
მაღლა მიიწევ თითქოს თანდათან.
ილუზიაა შენი ცოდნა, შენი ცხოვრება,
ილუზიაა პედესტალი, გვიმზერ საიდან,
ჩამოდი ჩვენთან, აქ ვართ ყველანი,
ყური დაუგდე გამჩენს თავიდან.
როცა გაარკვევ, რად გაჩნდი, ვინ ხარ,
რისთვის მოხვედი, საით მიდიხარ,
მაშინ სინათლე შემოვა შენში,
მაშინ მიხვდები, რა გზაზე დგახარ.
ლექსს უწონებენ და გაგრძელებისკენ აქეზებენ; მალე ქვეყნდება მეორეც:
"ვისი მოკვლა გადაწყვიტე გულო,
ვის დაადგი, ვის დაადგი თვალი?
სანამ ქარი ღრუბლით მზეს დახატავს,
ზღვის ტალღები ცეცხლზე იქორწინებს,
პურის ყანა ტანგოს ცეკვას ტყესთან,
თავის მოკვლა რატომ გადაწყვიტე?
აშკარად პოეტურ ფაზაშია, "პრაიმტაიმთანაც" მუზაზე ალაპარაკდა;
გია ჯაჯანიძე: სიბერეში ადამიანს ბევრი რამ უნდა ვაპატიოთ; გული მეუბნება, რომ რაღაც რომ მოდის და მოდის, ლექსად გადმოვიტანო, ოღონდ ხელით ვწერ; არ ვიცი, როგორ უნდა დავწერო კლავიატურით ის ფრაზები, რაც ამ დროს მოდის;
სიბერეში დავიწყე ლექსების წერა, ოღონდ დავარქვი "ლექსს მიმსგავსებული - გიორგი ჯაჯანიძის ნაცოდვილარი";
იმდენად ღრმად ვცემ პატივს პოეტებს, მწერლებს, პროფესიონალიზმს, ხელოვანებს, რომ ჩემს თავს პოეტს ვერ ვუწოდებ;
ასე ნელ-ნელა შემოვაპარე ფეისბუქზე, ისეთი გულწრფელი ფრაზები მომდის, რომ მინდა ეს ვიღაცამ წაიკითხოს;
გული მეტკინება, რომ ვიღაცამ გამაკრიტიკოს, რადგან ეს ჩემი გულიდან ამოსულია;
მთელი ცხოვრება ხომ დაკვირვებებს ვახდენ; ერთ დღესაც ეს ფრაზები მოვიდა, ტვინში მოიხარშა და ასე დაბრუნდა:
"სანამ ქარი ღრუბლით მზეს დახატავს" - შთამბეჭდავია მცხუნვარე მზეს რომ ღრუბელი გადაეფარება, მერე მეჩვენება, რომ ღრუბელი მზეს ხატავს;
"ზღვის ტალღები ცეცხლზე იქორწინებს" - ჩემს წარმოსახვაში ეს ის ცეკვაა, რომელიც ვერ ავისრულე, საოცარი, ცეცხლოვანი "ფლამენკო"; ვნებიანი ბრძოლაა ცეცხლსა და ზღვას შორის; ამ სცენას ზღვასთან ყოფნისას ხილულად ვხედავ; არ ვიცი, შეიძლება წინა ცხოვრებაში მოცეკვავე ვიყავი;
მთელი ცხოვრება მინდოდა ტანგო მეცეკვა, ძალიან ლამაზ ქალთან; გონებაში დადგმულიც მაქვს, ბევრჯერ სიზმარშიც მაქვს ნანახი, როგორ ვცეკვავ ტანგოს;
"ცეკვავენ ვარსკვლავებში" ვიცეკვე ტანგო, თუმცა იქ თავისი ჩარჩოებია, სხვა სტანდარტები, ამდენად "ის" ცეკვა ვერ ვიცეკვე, ისევ ოცნებად დამრჩა;
და ამას წინათ, დუშეთში ვიყავი; ტყის პირას უზარმაზარი პურის ყანა ვნახე, სიო ისე აქანავებდა ყანას და ხეებიც ისე რიტმულად ირხეოდნენ, ერთმანეთს ხომ ვერ ეკარებოდნენ, ძალიან ჰგავდა ჩემს სურვილს, მიუწვდომელ ცეკვაზე; უცებ ეს ფრაზა მოვიდა - "პურის ყანა ტანგოს ცეკვას ტყესთან" და დავიმახსოვრე; მივხვდი, რომ ვგავდი იმ ტყეს, რომელიც პურის ყანას ვერ ეხებოდა, თუმცა შორიდან ცეკვავდა ტანგოს;
ხშირად ვეკითხები პოეტებს, როგორ, საიდან მოდის მუზა? გონებიდან, კოსმოსიდან თუ გულისთქმაა?! ძნელად მპასუხობენ, არც კი იციან, მუზა საიდან მოდის; მე ეს ახლა განვიცადე, მოვიდა, მომეფერა ლექსი, დავწერე, ოღონდ არც მე ვიცი, საიდან მოვიდა;
მერიდება ამ თემაზე საუბარი, მე აწი რამდენი უნდა ვიცოცხლო, რომ იმდენი ლექსი დავწერო, პოეტი დამერქვას?! არა, პოეტი არ ვარ, ვერც მოვასწრებ, რომ პოეტი მიწოდონ თუ ეს არ იქნება ნამდვილი; ვინც არ უნდა თქვას - გიორგი ჯაჯანიძე პოეტიაო, ვერც მივიღებ; არა, მე სიყვარულის, სიცოცხლის ადამიანი ვარ, რომელსაც მუდმივად ახსოვს სიკვდილი;
გიყვარდეს სიცოცხლე, გახსოვდეს სიკვდილი; სულ ეს არის, მიყვარხართ ყველა
ასევე დაგაინტერესებთ: „მეშინოდა, მაგრამ ამირანმა გადამაწყვეტინა და..." - რა სთხოვა ამირან არაბულმა ცოლს თურქეთის კლინიკიდან