ცნობილია მერაბ დვალიშვილის დაბრუნების თარიღი და მეტოქე

 მერაბ დვალიშვილი

UFC 323-ზე სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანთან ხუთრაუნდიან ბრძოლაში მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა.

უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დვალიშვილი ოქტაგონს 2026 წლის მეორე ნახევარში დაუბრუნდება და პიოტრ იანთან ბრძოლას გამართავს.

ეს ინფორმაცია ოფიციალურად UFC-ს არ დადასტურებულა, თუმცა მერაბის ხანგრძლივი ჩემპიონობის გამო, ქართველი მებრძოლი პირდაპირ კვლავ ქამარზე იჩხუბებს.

თავად პიოტრ იანს სურს, რომ დვალიშვილი ჯერ უმარ ნურმაგომედოვს ეჩხუბოს და გამარჯვების შემთხვევაში შეებრძოლება მას.