ვინ არის ქალი, რომელიც ყოფილმა ქმარმა ცემით მოკლა - საგარეჯოში მომხდარი მკვლელობის დეტალები
1732256697
მომღერლების, ნუცა თოფურიასა და მარიამ შენგელიას დუეტი სოციალურ ქსელებს იპყრობს და ნახვების რეკორდს ხსნის. როგორც გოგონები ამბობენ, ძირითადად, ქალების დუეტი არ ამართლებს, თუმცა, მათ შორის დიდი ქიმიაა და ყველაფერი კარგად შედგა.
მარიამ შენგელია: - ერთმანეთი დაახლოებით, 6 წლის წინ, ბათუმში გავიცანით. ერთმანეთს შორიდან ვიცნობდით, რადგან ერთ სფეროში ვართ. „ტიკტოკზე“ ძალიან პოპულარულები გავხდით, არსაიდან (იცინის).
View this post on Instagram
აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდა მომღერლები გადაცემაში „შუადღე“ მოულოდნელად, ერთნაირი ლუქებით აღმოჩნდნენ.
ნუცასთან სასიამოვნო სიახლეებია. როგორც მან თქვა, სადებიუტო ალბომის გამოსაშვებად ემზადება და ასევე, მზადება მიმდინარეობს სოლო-კონცერტისთვის.
„ამ თემაზე რომ ვსაუბრობ, ყველაზე ბედნიერი ვარ. ჩემი პირველი ალბომი გამოვუშვი და 26 ნოემბერს ვემზადები ჩემი სოლო-კონცერტისთვის, რომელიც მარჯანიშვილის თეატრში გაიმართება. ყველაფერი რუსთავი 2-ს უკავშირდება, ახლაც ვამბობდი, რომ ჩემი სახლია. ყველაზე მეტად მიყვარს. იყო „ანაბანა“, ყველასთვის ჯადოსნური პერიოდი და „მხოლოდ ქართული“, რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა.“ - თქვა ნუცა თოფურიამ.