რუმენ რადევი: ჩვენ ვაღრმავებთ და ვაფართოებთ თანამშრომლობას „მწვანე ენერგიის დერეფნის“ პროექტის ფარგლებშიც, პროცესი წინ მიიწევს

რუმენ რადევი

ჩვენ ვაღრმავებთ და ვაფართოებთ თანამშრომლობას არა მხოლოდ ბუნებრივი აირის მოწოდების კუთხით, არამედ „მწვანე ენერგიის დერეფნის“ პროექტის ფარგლებშიც, – ამის შესახებ ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა, რუმენ რადევმა განაცხადა.

მისი თქმით, COP29-ის სამიტზე (გაერო-ს კლიმატის კონფერენცია) ბულგარეთმა წამოაყენა წინადადება, რომ აღნიშნული დერეფანი დაუყოვნებლივ ამოქმედდეს სახმელეთო ელექტროგადამცემი ხაზებისა და აზერბაიჯანს, საქართველოს, თურქეთსა და ბულგარეთს შორის არსებული ენერგოსისტემების მეშვეობით.

„ამ შეთანხმებას ორი დღის წინ მოეწერა ხელი ანტალიაში, ასე რომ, პროცესი წინ მიიწევს“, – აღნიშნა რუმენ რადევმა.

✕