„ეშმაკი ატარებს „პრადას“ სიქველის პირველი თიზერი გამოქვეყნდა

„ეშმაკი ატარებს „პრადას“

კინოკომპანიამ 20th Century Studios ფილმის „ეშმაკი ატარებს „პრადას 2“ პირველი თიზერი წარადგინა. 52-წამიან ვიდეოში ენ ჰეტუეის გმირი - ენდი ჟურნალ Runway-ს ოფისში მიდის და შემდეგ ლიფტში მერილ სტრიპის პერსონაჟს - მირანდა პრისტლის ხვდება.

 

 

უკვე ცნობილია ფილმის სიუჟეტის დეტალებიც - სიქველში მირანდა პრისტლი გამოცემა „პოდიუმის“ გადარჩენას ცდილობს, რომელიც ბეჭდური მედიის პოპულარობის დაკარგვის გამო კრიზისშია. თავიანთ როლებს დაუბრუნდნენ პირველი ნაწილის მთავარი როლების შემსრულებლები - მერილ სტრიპი (მირანდა პრისტლი), ენ ჰეთუეი (ანდრეა საქსი), ემილი ბლანტი (ემილი) და სტენლი ტუჩი (ნაიჯელი).

პრემიერა 2026 წლის მაისში შედგება - ორიგინალური სურათის გამოსვლიდან 20 წლის შემდეგ.