თითქოს გუშინ იყო, როცა ემინემის Mockingbird-ის ტექსტებს ვიზეპირებდით და სიმღერისას ცრემლმორეულები მის პატარა შვილს, ჰეილის წარმოვიდგენდით...

ახლა კი ის ჰეილი, რომელიც ემინემის მსმენელს შეიძლება ისევ პატარა გოგო ეგონოს, დედა გახდა, ლეგენდარული რეპერი კი - ბაბუა.

 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Hailie Jade (@hailiejade)

ეილი ჯეიდს პირველი შვილი 14 მარტს შეეძინა. პატარა ბიჭს ელიოტ მარშალ მაკლინტოკი დაარქვეს. ბავშვს შუა სახელი ბაბუის პატივსაცემად შეურჩიეს — ემინემის ნამდვილი სახელი მარშალ მაზერსია.

შვილის ფეხმძიმობის შესახებ რეპერმა თავის ფანებს რამდენიმე თვის წინ ახალი სიმღერის, Temporary-ს კლიპიდან აუწყა. სიმღერის კლიპში ის ვიდეოცაა ჩასმული, რომელშიც ჰეილი მამამისს ახალ ამბავს ატყობინებს — რეპერს შვილი ამერიკული ფეხბურთის მაისურს აწვდის, რომელსაც უკან "ბაბუა" აწერია. კლიპში ბევრი ოჯახური მომენტის ამსახველი ვიდეო გვხვდება, რომელთა უმეტესობაში სწორედ ჰეილის ბავშვობის კადრები ჩანს.

ჰეილი ჯეიდ მაზერსი 29 წლისაა და 2023 წელს დაქორწინდა ევან მაკლინტოკზე, რომელიც მიჩიგანის უნივერსიტეტში სწავლისას გაიცნო.